არგენტინული ღვეზელი – “ემპანადასი”.

0
91
#post_seo_title

“ემპანადასი”

ინგრედიენტები:

300 გრ ფქვილი

400 გრ ღრის ხორცის ფარში

2 კვერცხი

4 კვერცხის გული

200 გრ კარაქი

100 მლ რძე

2 ც ხახვი

4 კბილი ნიორი

4 ს.კ. არაჟანი

0,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

კურკუმა გემოვნებით

ბაზილიკი გემოვნებით

როზმარინი გემოვნებით

მარილი, შავი პილპილი გემოვნებით.

 

მომზადება

მოამზადეთ ცომი. შეურიეთ 100-120 მლ რძე, გამაფხვიერებელი, კარაქი, 2 კვერცხის გული.

 

 

არგენტინული ღვეზელი – “ემპანადასი”. | შენი სუფრა

დაუმატეთ ფქვილი, მოზილეთ ცომი და შედგით მაცივარში 2 საათით, მაქსიმუმ მთელი ღამით.

 

 

არგენტინული ღვეზელი – “ემპანადასი”. | შენი სუფრა

დაჭერით წვრილად ხახვი, ნიორი, მოთუშეთ ზეთში, დაუმატეთ ფარში( შეგიძლიათ საქონლის ან ღორის). მოაყარეთ სუნელები, მარილი. მასას დაუმატეთ 2 მოხარშული და დაჭრილი კვერცხი, არაჟანი და მწვანილი. კარგად მოურიეთ.

 

 

არგენტინული ღვეზელი – “ემპანადასი”. | შენი სუფრა

გააბრტყელეთ თხლად ცომი, ამოჭერით დიდი ჭიქით რგოლები.(8-10 სმ დიაგონალის).

 

 

არგენტინული ღვეზელი – “ემპანადასი”. | შენი სუფრა

მოათავსეთ რგოლებში თითო ს.კ. ფარში და შეკარით ვარენიკებივით.

 

 

არგენტინული ღვეზელი – “ემპანადასი”. | შენი სუფრა

ზეთიან  საცხობ ფორმაზე მოათავსეთ ღვეზელები, ზემოდან წაუსვით კვერცხის გული.

 

 

არგენტინული ღვეზელი – “ემპანადასი”. | შენი სუფრა

შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით გაწითლებამდე.

 

 

არგენტინული ღვეზელი – “ემპანადასი”. | შენი სუფრა

ემპანადასი შეგიძლიათ ზეთში შეწვათ ტაფაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ღვეზელები ბევრად კალორიული გამოვა. მიირთვით კერძი საყვარელ სოუსთან ან ბოსტნეულის სალათთან ერთად. გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!

 

 

READ  როგორ მოვამზადოთ ფუმფულა ბლინები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ