არაჟნის ფუნთუშები – ბავშვობის დაუვიწყარი გემო.

0
69
#post_seo_title

არაჟნის ფუნთუშებს ბავშვობის გემო აქვს. ის არის ხრაშუნა ქერქისა და რბილი შიგთავსის მქონე. ამათან, საკმაოდ იოლი მოსამზადებელია და არ მოითხოვს დიდ დროს.

შეგიძლია გამოიყენოთ, როგორც პურის ალტერნატივა ბუტერბროდებისთვის.

ინგრედიენტები

  • 12 გ საფუარი
  • 6 ს. კ. შაქარი
  • 150 მლ წყალი
  • 100 მლ არაჟანი
  • 75 გ კარაქი
  • ერთი ცალი კვერცხი
  • ნახევარი ჩ. კ. მარილი
  • 2 გ ვანილი
  • 450 გ ფქვილი
  • ერთი ცალი კვერცხის გული

მომზადება

1. აურიე კარგად საფუარი და  ცოტა შაქარი და დატოვე რამდენიმე წუთით.

არაჟნის ფუნთუშები – ბავშვობის დაუვიწყარი გემო. | შენი სუფრა

2. დაამატე დარჩენილი შაქარი, კვერცხი, თბილი წყალი, არაჟანი და გამდნარი კარაქი, ვანილი. კარგად აურიე.

არაჟნის ფუნთუშები – ბავშვობის დაუვიწყარი გემო. | შენი სუფრა

3. დაამატე ცოტა ფქვილი და მარილი. აურიე.

არაჟნის ფუნთუშები – ბავშვობის დაუვიწყარი გემო. | შენი სუფრა

4. თანდათან დაამატე დარჩენილი ფქვილი და მოზილე ცომი. დადგი თბილ ადგილას 2 საათით. ის მოცულობაში ორჯერ უნდა გაიზარდოს.

არაჟნის ფუნთუშები – ბავშვობის დაუვიწყარი გემო. | შენი სუფრა

5. გაყავი მზა ცომი 8 ნაწილად. გააბრტყელე ერთი სმ სისქის ფირფიტებად.

არაჟნის ფუნთუშები – ბავშვობის დაუვიწყარი გემო. | შენი სუფრა

6. დატოვე ასე ნახევარი საათით. შემდეგ გაუკეთე ნასვრეტები საწრუპი მილით.

არაჟნის ფუნთუშები – ბავშვობის დაუვიწყარი გემო. | შენი სუფრა

7. საცხობ ფორმას დააფინე პერგამენტი და მოათავსე მასზე ფუნთუშები. შეურიე ერთმანეთს კვერცხის გული და ერთი კოვზი არაჟანი. წაუსვი ფუნთუშებს. შედგი ღუმელში 180 გრადუსზე 20 წუთით.

არაჟნის ფუნთუშები – ბავშვობის დაუვიწყარი გემო. | შენი სუფრა

ეს დაბრაწული არაჟნის ფუნთუშა ნებისმიერი კერძის შესანიშნავი დამატება იქნება. ის განსაკუთრებით უხდება რძეს და კეფირს.  მიირთვით და თქვენ გაიხსენებთ ბავშვობის გემოს.

გაუზიარეთ ეს მარტივი რეცეპტი თქვენს მეგობრებს!

მასალის გამოყენების პირობები
READ  მოამზადეთ სასარგებლო და გემრიელი ღვიძლის სალათი