არაჟნის ტორტი “ჩრდილოეთის დათუნია”- უგემრიელესი და უნაზესი!

0
145
#post_seo_title

ტორტი “ჩრდილოეთის დათუნია” სხვადასხვანაირად ცხვება. შემოგთავაზებთ არაჟნის ფირფიტებით გამზადებულ ვარიანტს, რომელიც ძალიან მოგეწონებათ.

არაჟნის ტორტი “ჩრდილოეთის დათუნია”

ინგრედიენტები:

გამაფხვიერებელი – 1 პაკეტი

დარბილებული კარაქი – 200 გ

კვერცხი – 2

ფქვილი – 2-2.5 ჭიქა

არაჟანი – 1.25 ჭიქა

შაქარი – 1 ჭიქა (250 მლ)

კაკაო 2 ს/კ

კრემისთვის:

არაჟანი – 750 მლ

შაქარი – 150-200 გ

მომზადება:

ყველა ინგრედიენტი ცომისთვის განკუთვნილი კაკაოს და ფქვილის გარდა ავურიოთ ერთმანეთში. გავყოთ ორ ნაწილად. ერთს შევურიოთ 2 ს/კ კაკაო და 1,5 ჭიქა ფქვილი, მეორეს 1,5 ჭიქა ფქვილი.

თითოეული ნაწილი გავყოთ 4 ნაწილად და გამოვაცხოთ ფირფიტები ცალ-ცალკე 4 თეთრი და 4 ყავისფერი.

კრემისთვის არაჟანი და შაქარი ათქვიფეთ.ამ კრემით შეაერთეთ ფირფიტები. ზემოდან შეგვიძლია დავასხათ შავი ან თეთრი შოკოლადის მინანქარი ან მოვაყაროთ ნამცხვრის ნაფხვენი.

კარგად რომ გაუჯდეს კრემი, შევდგათ ორი საათით მაცივარში. გემრიელად მიირთვით!

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  როგორ მოვამზადოთ ქოქოსის ღრუბელი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ