არაამქვეყნიური გემო – კლასიკური ტკბილეული “ჩიტის რძე”.

0
120
#post_seo_title

ჩიტის რძე

ბისკვიტის ინგრედიენტები:

 

2 პაკეტი ჟელატინი (8 გრ)

1 ჭიქა რძე

1 ჭიქა შაქარი

450 გრ არაჟანი

450 გ გაციებული ათქვეფილი ნაღების კრემი

მცენარეული ზეთი ფორმაში წასასმელად.

 

მინანქრის ინგრედიენტები:

5 ს/კ. კაკაოს ფხვნილი

5 ს/კ.  შაქარი

1 პაკეტი ჟელატინი (8 გ)

5 ს/კ. რძე

1 ს/კ.ცივი წყალი

 

მომზადება:

აურიეთ ორი პაკეტი ჟელატინი და 1 ჭიქა რძე, დადგით ცეცხლზე და ორთქლის გაჩენისას, გადმოდგით, არ მიიყვანოთ ადუღებამდე. გადადგით და დაელოდეთ სანამ ჟელატინი გასქელდება.

შეურიეთ 1 ჭიქა შაქარი, არაჟანი და ნაღები. ათქვიფეთ მიქსერით. დაამატეთ ჟელატინიანი რძე ფრთხილად და გააგრძელეთ თქვეფა. მოამზადეთ ცხიმწასმული ნამცხვრის ფორმა.

 

 

არაამქვეყნიური გემო – კლასიკური ტკბილეული “ჩიტის რძე”. | შენი სუფრა

ჩაასხით მომზადებული მასა, ზედაპირი გადაასწორეთ თანაბრად და დააფარეთ თავსახურავი ან საკვები  ცელოფანი.

 

არაამქვეყნიური გემო – კლასიკური ტკბილეული “ჩიტის რძე”. | შენი სუფრა

შედგით მაცივარში ერთი საათით.

მოამზადეთ შოკოლადის მინანქარი. შეურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთს და ადუღეთ 2-3 წუთი, გააგრილეთ და მოასხით თანაბად მაცივრიდან გამოღებულ ნამცხვარს. ისევ შევაბრუნოთ მაცივარში 5 საათით და ყველაფერი კარგად გაიყინება.

როგორც ხედავთ, ამ დესერტის გამზადება ელემენტარულია. გემო შეუდარებელია, ზუსტად იცით, რა კომპონენტებია ნამცხვარში – არ არის ქიმიური დანამატები! დიდი არჩევანია ბავშვთა მენიუში შესატანად. რატომ ვიყიდოთ მავნე ტკბილეული მაღაზიებში , თუ შეგვიძლია ასეთი სასწაულის სახლში მომზადება?

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  მისი მომზადება არ მოითხოვს ზედმეტ ძალისხმევას, ის მზადდება იოლად და რაც მთავარია გამოდის უგემრიელესი. მისი მორთვა არ არის აუცილებელი.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ