ამ რეცეპტის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ ღუმელის გარეშე გამოაცხოთ სურნელოვანი პური.

0
102
#post_seo_title

ამ პურის გამოსაცხობად ღუმელიც კი არ არის საჭირო, რადგან ცხვება ჩვეულებრივ ტაფაში.

პური გამოდის ფუმფულა და გემრიელი და არ არის საჭირო დიდი დრო მის მოსამზადებლად. უბრალოდ მიჰყევით ინსტრუქციას და მალე შესძლებთ მთელი ოჯახის გამასპინძლებას გემრიელი პურით.

ამ რეცეპტის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ ღუმელის გარეშე გამოაცხოთ სურნელოვანი პური. | შენი სუფრა

ტაფაში გამომცხვარი პურის რეცეპტი

ინგრედიენტები

450-500 გრ ხორბლის ფქვილი

1 ჩ.კ. მშრალი საფუარი

150 მლ კეფირი (ოთახის ტემპერატურის)

150 მლ თბილი წყალი

1 ჩ.კ. შაქარი

1 ჩ.კ. მარილი

2 ს.კ. მცენარეული ზეთი

მომზადება

გაცრილი ხორბლის ფქვილი ღრმა თასში მოათავსეთ. გააკეთეთ პატარა ხვრელი, სადაც უნდა დაამატოთ შაქარი, მარილი და მშრალი საფუარი.

ამ რეცეპტის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ ღუმელის გარეშე გამოაცხოთ სურნელოვანი პური. | შენი სუფრა

დაამატეთ კეფირი და თბილი წყალი. მოზილეთ ცომი.

ამ რეცეპტის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ ღუმელის გარეშე გამოაცხოთ სურნელოვანი პური. | შენი სუფრა

ცომს მცენარეული ზეთი დაუმატეთ, კარგად აურიეთ. დააფარეთ კონტეინერს ცელოფანი და პირსახოცი თავზე. გააჩერეთ 1–1,5 საათის განმავლობაში, რომ ცომი ამოვიდეს.

ამ რეცეპტის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ ღუმელის გარეშე გამოაცხოთ სურნელოვანი პური. | შენი სუფრა

გადმოიღეთ ცომი ფქვილმოყრილ სამუშაო მაგიდაზე და მიეცით ბურთის ფორმა.

ამ რეცეპტის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ ღუმელის გარეშე გამოაცხოთ სურნელოვანი პური. | შენი სუფრა

მოათავსეთ ცომი ზეთწასმულ ტაფაში. კარგად გააბრტყელეთ. დააფარეთ და გააჩერეთ 20 წუთი.

ამ რეცეპტის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ ღუმელის გარეშე გამოაცხოთ სურნელოვანი პური. | შენი სუფრა

გამოაცხვეთ პური დაახლოებით 60 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე. შემდეგ გადააბრუნეთ  მეორე მხარეს და გამოაცხვეთ კიდევ 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ არ გახდება ოქროსფერი. გემრიელად მიირთვით!

ამ რეცეპტის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ ღუმელის გარეშე გამოაცხოთ სურნელოვანი პური. | შენი სუფრა

ეს პური ბევრად უფრო გემრიელია ვიდრე მაღაზიის და მისი არომატი თავბრუს დაახვევს სუფრასთან მთელ ოჯახს.  თუ გსურთ, რომ საყვარე ადამიანები ახალი პურით გაანებივროთ, მაგრამ ღუმელი არ გაქვთ, მაშინ მომზადების ეს მარტივი მეთოდი დაგეხმარებათ.

თუ მოგეწონათ, გაუზიარეთ სხვებსაც.

READ  ყველა ტრადიციულ სალათს დაივიწყებთ. ნათელი და გემრიელი სალათი “ალექსი”. კარგი არჩევანია ნებისმიერი შემთხვევისთვის.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ