ამ კერძის უპირატესობა ისიც არის, რომ მარხვის დროს შეგიძლიათ თქვენი მენიუ მრავალფეროვანი გახადოთ.

0
119
#post_seo_title

წითელი ლობიოს გუფთა:

შემადგენლობა:

წითელი ლობიო – 1 კგ.

ნიგოზი – 1,5 ჭიქა

ნიორი – 2 კბილი

ქინძი – 3-4 ღერი

ხახვი – 2-3 თავი

ყვითელი ყვავილი – 2 ჩ/კამ კერძის უპირატესობა ისიც არის, რომ მარხვის დროს შეგიძლიათ თქვენი მენიუ მრავალფეროვანი გახადოთ. | შენი სუფრა

ოხრახუში – 4 ღერი

პილპილი, მიხაკი, დარიჩინი, მარილი გემოვნებით.

მომზადება:

მოვხარშოთ ლობიო, წვენი გადავწუროთ. დავფქვათ ნიგოზი, დავამატოთ ნიორი და მარილი. გამოვხადოთ ზეთი და ცალკე ჭურჭელში შევინახოთ. ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ გაციებული ლობიო, ხახვი, ქინძი, შევურიოთ ნიგოზი, დანარჩენი სანელებლები და კარგად ავურიოთ.

გავაკეთოთ ლობიოს გუფთები, დავაწყოთ თეფშზე და მოვასხათ გამოხდილი ზეთი. ზემოდან გავაფორმოთ ოხრახუშით.

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  მერწმუნეთ, ეს კერძი პირველი იქნება, რომელიც მაგიდას დატოვებს.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ