ალუბლის ტორტი

0
54
#post_seo_title

თუ მაცივარში გაყინული ალუბალი გაქვთ, მისგან მსუბუქი ალუბლის ტორტი შეგიძლიათ მოამზადოთ.

ალუბლის ტორტი მოამზადეთ ჯადოსნური რეცეპტით. ეს საოცარი დესერტი  მეფურად გამოიყურება და არც გემო გაგიცრუვებთ იმედს.

პირველ რიგში მოამზადეთ ალუბალი შიგთავსისთვის. გამოგადგებათ გაყინულიც. მომზადებამდე გაალღვეთ და დაწურეთ. მოაშორეთ კურკები. დაამატეთ 2 ს.კ. შაქარი და სახამებელი.

ინგრედიენტები: ნაღების კარაქი 150გ, შაქარი 180გ, ხორბლის, ფქვილი 2 ჭიქა, კვერცხი 3 ც, ალუბალი 500გ, სახამებელი 1 ს.კ. მარილი

მომზადება

  1. აურიეთ ოთახის ტემპერატურის ნაღების კარაქი, 2ს.კ. შაქარი, მარილი და 3 კვერცხის გული. შეგიძლიათ დაუმატოთ ვანილის შაქარი. ათქვიფეთ მიქსერით საშუალო სიჩქარეზე 1-2 წუთით.ალუბლის ტორტი
  2. მოზილეთ ელასტიური რბილი ცომი. გადაიტანეთ 20-22 სმ დიამეტრის მქონე ჭურჭელში და მიეცით ფორმა. ზევიდან დააწყვეთ ალუბალი.
    ალუბლის ტორტი
  3. გააცხელეთ გაზქურა 180 გრადუსზე და გამოაცხვეთ 15-25 წთ.
  4. მომზადებამდე 3-5 წუთით ადრე ათქვიფეთ 3 გაციებული ცილა ღრმა თეფშში. დაამატეთ 2/3 ჭიქა შაქარი და ისევ ათქვიფეთ.
  5. მოათავსეთ ცილა სპეციალურ საკონდიტრო ტომარაში და მორთეთ ალუბლის ზედა ნაწილი. ცეცხლი 150 გრადუსამდე გაზარდეთ და გამოაცხვეთ კიდევ 10 წუთი სანამ შესაფერის ფერს არ მიიღებს.ალუბლის ტორტი
  6. გამორთეთ ცეცხლი და ნამცხვარი გაზქურაში კიდევ 10 წთ გააჩერეთ. ამის შემდეგ გააცივეთ და გადმოიტანეთ ჯამზე.ალუბლის ტორტი
რეცეპტი შეგიძლიათ გაახალისოთ და აუბლის ნაცვლად გამოიყენოთ მარწყვი, ჟოლო, მოცვი, მაყვალი ან სხვა კენკრა.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები