ალუბლის ლიქიორი -მარტივი რეცეპტი

0
41
#post_seo_title

როგორ წარმოგიდგენიათ ხანდახან საყვარელი დაქალების შეკრება და ალუბლის ლიქიორი? თუ სასმელი დიასახლის მიერ სიყვარულითაა მომზადებული, მაშინ მსგავსი შეხვედრების გამეორება კიდევ და კიდევ გვინდა

ალუბლის ლიქიორი  ტკბილი გამოდის. თუ ალუბალს კურკებს არ მოაცლით, ოდნავ მწარე და ნუშის გემოთი გამოვა. კენკრა აირჩიეთ მაქსიმალურად მწიფე და ახალი. არაფერია რთული, მხოლოდ 4 ნაბიჯი!

ინგრედიენტები: ალუბალი 3 კგ, შაქარი 2 კგ. წყალი 1 ლ.
მომზადება
  1. სამლიტრიან ქილაში მოათავსეთ ალუბალი, დააყარეთ 1 კგ შაქარი და დაასხით 0.5ლ წყალი. დაახურეთ თავზე მარლითა და რეზინით. მოათავსეთ თბილ ადგილას. დააყენეთ 7 დღე, ყოველდღე აანჯღრიეთ.
  2. გაცერით. საცერზე ოათავსეთ ბინტი და სრული ფილტრაციით სიროფი დაწურეთ.
  3. სიროფს დაუმატეთ 1 კგ შაქარი და დარჩენილი წყალი. გაათბეთ შაქრის გახსნამდე. კვლავ გაატარეთ საცერში.
  4. 1 დღე დააყენეთ, შემდეგ ბოთლებში ჩაასხით და ჰერმეტულად დახურეთ.

შეგიძლიათ დასხმისას დარიჩინის ჯოხით მორთოთ, არომატისთვის.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები