“ალუბალი თოვლის ქვეშ” – ხრაშუნა და სასიამოვნოდ მომჟავო გემო, ის, რაც ყველას გვიყვარს!

0
210
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

გთავაზობთ ძალიან მარტივ  პეჩენიების რეცეპტს,  -ალუბალი თოვლის ქვეშ, რომელიც ერთფეროვან დღეებს ლამაზ ზღაპრად გადაგიქცევთ.

ალუბალი თოვლის ქვეშ -ეს მშვენიერი, მსუბუქი და ტკბილი ბალიშები, ნებისმიერ სუფრას დაამშვენებს. ყველაზე სასიამოვნო კი ის არის, რომ ძალიან სწრაფად მზადდება, სულ რაღაც 30 წუთი დაგეკარგებათ.

“ალუბალი თოვლის ქვეშ”

ინგრედიენტები

ხორბლის ფქვილი 400 გრ

შაქარი 2 ს/კ.

საცხობი პუდრი 1 ჩ/კ.

არაჟანი 2 ს/კ.

კარაქი 150 გ

კვერცხი 3 ცალი.

ალუბალი 50 ცალი.

ალუბლის მურაბა 50 გ

შაქრის პუდრი 1 ს/კ.

მომზადება

ფქვილი, საცხობი ფხვნილი და შაქარი აურიეთ ერთად თასში. დაუმატეთ არაჟანი, კვერცხი, გახეხილი კარაქი და სწრაფად მოზილეთ ცომი.

ცომი გაათხელეთ ოთხკუთხედ 8 მმ სიგანის გრძელ ფირფიტად. ნაპირზე მთელ სიგრძეზე წაუსვით მურაბის წვენი და დააწყეთ ალუბლები. გადაახვიეთ ცომი და დაჭერით ისე, რომ თითოეულში 2 ცალი ალუბალი აღმოჩნდეს.

“ალუბალი თოვლის ქვეშ” – ხრაშუნა და სასიამოვნოდ მომჟავო გემო, ის, რაც ყველას გვიყვარს! | შენი სუფრა

საცხობ ფორმაზე გაშალეთ ქაღალდი და დააწყვეთ ზედ დაჭრილი ნამცხვრები. შედგით 180 გრადუსზე ღუმელში 20 წუთით. გამომცხვარს ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრი.

“ალუბალი თოვლის ქვეშ” – ხრაშუნა და სასიამოვნოდ მომჟავო გემო, ის, რაც ყველას გვიყვარს! | შენი სუფრა

ნამცხვარი გამოდის ხრაშუნა და სასიამოვნოდ მომჟავო გემო აქვს. შეგიძლიათ ალუბლის ნაცვლად ნებისმიერი ხილი, ჩირი ან კაკალი გამოიყენოთ.

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ხორცის მარინადის 5 სხვადასხვა რეცეპტი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ