ადგილობრივ ბაზარზე იმპორტი გვიშლის ხელს. უკონტროლოდ შემოდის კივი გაცილებით დაბალ ფასად. ძალიან დიდი სხვაობაა ფასებში, კაპიკებში შემოდის ფაქტობრივად.
ადგილობრივ ბაზარზე ყველაზე მეტი კივი ირანიდან შემოდის, აცლიან ეტიკეტს და ყიდიან როგორც ქართულ კივს. არსებობს ვერსიაც, რომ შესაძლოა, ხე-ტყის ბარტერით ხდება კივის ასე იაფად შემოტანა ირანიდან.
არადა, ქართული კივი ირანულისგანაც და ევროპულისგანაც ხარისხით გაცილებით მაღალია. შესაძლოა რომ ეს მიზანმიმართული დივერსიაა, რომ საქართველოში კივის კულტურა არ არსებობდეს.
ადგილობრივ ბაზარზე არ ხდება იდენტიფიცირება, საიდან მოდის პროდუქტი. აქვს თუ არა სერთიფიკატი და ა.შ.
ცნობისათვის, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში კივის იმპორტის მაქსიმუმი დაფიქსირდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, წელს 1 980 ტონა (1.108 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შემოვიდა, რაც გასულ წლებთან შედარებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რაც შეეხება ქვეყნებს, საინადაც წელს, იანვარ-სექტემბერში პროდუქტი ყველაზე დიდი რაოდენობით შემოვიდა, ესენია, ირანი, თურქეთი და ნიდერლანდები.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები