როგორ მოვამზადოთ ხახვის მწნილი სწრაფად
ხახვის მწნილი ძალიან უხდება მწვადს, ასევე სხვა მრავალ კერძთანაც ძალიან გემრიელი გარნირით.
წარმოგიდგენთ ხახვის მწნილის რეცეპტს. ის საუკეთესო დანამატია გრილზე თუ კოცონზე შემწვარი ბოსტნეულისა და ხორცისთვის. გამოგადგებათ სალათებშიც.
ინგრედიენტები: 2 ხახვი. 1 კონა კამა. 1 ს.კ. შაქარი. 1 ს.კ. მარილი. 3 ს.კ. 9%-იანი ძმარი. 200 მლ გაციებული ადუღებული წყალი.
მომზადება
- დაჭერით ხახვი ნახევარწრეებად.
- წვრილად დაჭერით კამა. აუცილებლად ღეროებთან ერთად, მათში განსაკუთრებული არომატია.
- ცალკე ჭურჭელში ჩაასხით წყალი, ძმარი, შაქარი და მარილი. აურიეთ, რათა პროდუქტები კარგად გაიხსნას.
- დაასხით ხახვს მწნილი. დაამატეთ მწვანილი, კარგად აურიეთ.
მსგავსი რეცეპტით ხახვის მწნილი უსწრაფესად მზადდება. სულ რაღაც 20 წთ გჭირდებათ.
ყველაზე მეტად მწვადს მოუხდება, თუმცა შეგიძლიათ უბრალოდ პურსაც კი მიაყოლოთ.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi