ორშაბათი, ოქტომბერი 28, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedქართული სამზარეულო - ნამდვილი აღმოჩენა ვეგეტარიანელებისთვის

ქართული სამზარეულო – ნამდვილი აღმოჩენა ვეგეტარიანელებისთვის

ქართულ სამზარეულოს თუ გადავხედავთ, თითქმის ყველა ტიპის კერძს აღმოვაჩენთ. ხორცეული, ცომეული, ტკბილეული, წვნიანი, ბოსტნეული, ფხალეული და კიდევ უამრავი სხვა.ზოგი მათგანი მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში მზადდება. ქართული კერძების დანახვაზე გულთან ერთად თვალსაც და კუჭსაც უხარია, რადგან ზუსტად ისეთივე კარგი გემოებით არის გაჯერებული, როგორითაც ვიზუალი დაიკვეხნის.

საკმაოდ ბევრი ცნობილი ქართული კერძი არის ვეგეტარიანული, თუმცა, შეიძლება მათი ეს მხარე აქამდე ბევრისთვის უცნობი ყოფილიყო. ქართულ სამზარეულოზე ფიქრისას პირველი ხშირად ხაჭაპური, ხინკალი და მწვადი იჩენს თავს. ფხალეულისა და ბოსტნეულის ტიპის გასტრონომიულ ნაწარმზე, როგორც ვეგეტარიანულზე კი იშვიათად ვფიქრობთ. ამ სტატიაში გიამბობ იმ 10 საუკეთესო ვეგეტარიანული კერძის შესახებ, რომელიც ამაყად იწონეებს თავს ქართულ სამზარეულოში.

აჯაფსანდალი

ალბათ ქვეყანაში არ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ეს საუცხოოდ მრავალფეროვანი კერძი ერთხელ მაინც არ გაუსინჯავს. აჯაფსანდალი კავკასიური კერძია, თუმცა, საქართველოში იმდენად იქცა სუფრის განუყოფელ ნაწილად, რომ მისი ქართულად მოხსენიება თავისუფლად შეიძლება.

კერძი ბადრიჯნის, პომიდვრის, ბულგარული წიწაკის, ხახვის, ნივრისა და მწვანილების შეთამაშებით იქმნება. იგი თითქმის ყველა ტიპის გურმანის გემოვნებაში ჯდება და ამიტომაცაა, რომ არამარტო დღესასწაულებზე, არამდე ჩვეულებრივ დღეეშიც აქტიურ საკვებად გვევლინება. აჯაფსანდალს ევროპული ანალოგიც ჰყავს – ბოსტნეულის სოტე. ამ კერძისთვისაც ისეთივე ინგრედიენტებს იყენებენ, როგორსაც აჯაფსანდალში. იმისათვის, რომ კერძის ეშხი ბოლომდე შეიგრძნოთ, სასურველია არაფერი მიატანოთ.

ამოლესილი ლობიო

ბევრისთვის გამზრდელი, ბევრისთვის კი უბრალოდ სასიამოვნოდ მისართმევი ამოლესილი ლობიო ფართოდაა გავრცელებული მთელ ქვეყანაში. კერძს ძირითადად დასავლეთ საქართველოში ვხვდებით. იმერლებისთვის ლობიო, მჭადი და ყველი ტრადიციული სუფრის ნაწილია. ძველი მეთოდით კერძი ქოთდნიდან იჭმევა, თუმცა მისი გემოვნური თვისებები არც თეფშზე არ იკარგება.

მზადების პროცესი საკმაოდ დიდხნიანია, რადგან პერიოდულ განახლებას, იგივე წყლის გამოცვლას მოითხოვს. სტანდარტული წესით ძველ ლობიოს მოხარშავდნენ და ჩალესავდნენ. ფაფისებური მასის მიღების შემდეგ შეკმაზავდნენ და კერძიც მზადაა. სახელწოდება მისი შექმნის სპეციფიკიდან გამომდინარეობს ამოლესილი ლობიოს სხვადასხვა ვარიაცია არსებობს. მაგალითად სამეგრელოში მეტად ცხარე იციან, რაჭაში კი ჯონჯოლს უმატებენ.

ისპანახის ფხალი

ფხალეული ქართული სუფრის განუყოფელი ნაწილია. ამ კულინარიულ ოჯახს უამრავი წარმომადგენელი ყავს, მათ შორის არის ისპანახის ფხალი. ეს კერძი ფართოდაა გავრცელებული. უნიკალური გემოს გარდა მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ვიზუალურ გაფორმებას. ზოგადად ფხალეული ბროწეულით ფორმდება და არც ისპანახის ტიპზე ვხვდებით გამონაკლისს. მინიმალისტურად მიმოფანტული წითელი ბროწეულის წერტილები საბოლოოდ ლამაზ კომპოზიციას ქმნის..

ეს ვეგეტარიანული კერძი ისპანახით, ნიგვზით, ხახვითა და მწვანილებით მზადდება. სხვა ფხალეული კერძებისგან გემოვნური თვისებების განსხვავების გარდა, ისპანახის ფხალი მეტად სასარგებლოცაა ორგანიზმისთვის. ის შეიცავს უამრავ რკინასა და ვიტამინს, რაც იმუნურ სისტემის ჯანსაღ მუშაობას უწყობს ხელს.

ბევრი გარნირად სხვადასხვა რამეს აყოლებს, თუმცა საუკეთესო არჩევანი მჭადია. ამ მიდგომით წინა ფლანგზე გამოდის ტრადიციული გემოების კორიანტელი, რაც კერძს უფრო აგემრიელებს.

ღომი

ღომი მეგრული სამზარეულოს უმთავრესი კერძია. სანამ სამყაროში სიმინდის კულტურა გამოჩნდებოდა, მეგრელები და ზოგადად დასავლეთ საქართველოს მკვიდრნი ღომს მცენარე ღომისგან ამზადებნენ. ბოლო პერიოდში ტრადიციულმა მიდგომა მიიჩქმალა და იგი ღერღილმა ჩაანაცვლა. მიუხედავად ამისა, გემო ნამდვილად უნიკალურია.

კერძის მირთმევის რამდენიმე ხერხი არსებობს. ყოველგვარი გარნირის მიყოლების გარეშე შეიძლება მშრალი გეჩვენოთ. ღომი ძალიან უხდება ლობიოსა და საცივს. ის სამეგრელოში ყოველდღიურ საკვებს წარმოადგენდა და დღეში 2-ჯერ მაინც მიირთმევდნენ. კულინარიის განვითარებასთან ერთად ჩამოყალიბდა ღომის მომზადების სხვადასხვა ვარიაციები, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი არის ელარჯი. ის ღომისა და სულგუნის ნაზავია, რაც საბოლოოდ ფაფისებური წელვადი მასა ხდება.

ღანძილი

თუ ეძებთ ისეთ ვეგეტარიანულ კერძს, რომლის მომზადებასაც ძალიან ცოტა დრო სჭირდება, მაშინ ღანძილი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ტრადიციული კახური მომზადების წესით ღანძილი მოხარშვის შემდეგ ზეთსა და ქინძში ირევა. ამ ინგრედიენტების გარკვეულხნიანი რევის შემდეგ მიიღება საბოლოო შედეგი.

თავად მცენარეს ძალიან დიდი ისტორია აქვს. მას უძველესი დროიდან იყენებდნენ ნაყენების შესაქმნელად, საკვებისთვის და კიდევ უამრავი მიზნით. ის გაჯერებულია უამრავი ვიტამინით. ეს კერძი დადებით ზეგავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აქვს ანტიმიკრობული თვისებები.

კულინარიაში ღანძილი გამოიყენება როგორც უმი სახით, ასევე დამარილებული, მარინადში და მოხარშული.

თუთმაჯი

თუთმაჯი მესხური სამზარეულოს ტრადიციული კერძია, რომელიც მარტივი ინგრედიენტებისგან მზადდება. ლავაშივით გათხელებული ცომი წვრილ ზოლებად იჭრება, იხარშება მაწვნით შეზავებულ წყალში და ბოლოს ესხმევა ერბო. მაწვნის მაგივრად შეიძლება დოს გამოყენებაც. ხოლო თუ არ გსურთ ერბოს გარევა, ზეთის გამოყენებაც ნებადართულია. საბოლოოდ მიიღება სუპისებრი კერძი, რომელში რბილად ცურაობენ ცომის გუნდები.

ჯავახური სამზარეულოს ერთ-ერთი სიამაყე დღესაც არ კარგავს პოპულარობას და ადგილობრივ რესტორნებში აუცილებლად შეძლებთ მის დაგემოვნებას.

კომბოსტოს ჩაშუშული

თუ გსურთ, რომ ბოსტნეულით შექმნათ საშუალო სირთულის კერძი, მაშინ კომბოსტოს ჩაშუშული სწორედ ისაა, რაც გჭირდებათ.

მომზადების პროცესი ორ ნაწილად იყოფა. ერთგან დაჭრილი კომბოსტო წყალსა და ზეთში უნდა მოშუშოთ, მეორეგან კი ხახვი და ნიორი ტომატთან ერთად. მომზადების შემდეგ ამ ორ ფენას ერთმანეთს შეურევთ მწვანილებთან ერთად. კერძი მზადაა! სუნელები თქვენ გემოვნებაზეა დამოკიდებული.

მირთმევისას სჯობს არაფერი მიაყოლოთ, ასე უფრო წინ წამოვა ყველა ის გემოვნური თავისებურება, რაც აუცილებლად უნდა გაიგოთ კომბოსტოს ჩაშუშულის დაგემოვნებისას.

ნიგვზიანი ბადრიჯანი

ახალი წლის ქართულ სუფრაზე გოზინაყისა და ჩურჩხელის კორიანტელთან ერთად ნიგვზიანი ბადრიჯნის არყოფნა ფაქტობრივად წარმოუდგენელია. ეს ვეგეტარიანული კერძი მისი გემრიელი სტრუქტურით მუდამ ინარჩუნებს ხალხის კეთილგანწყობას.

მოსამზადებლად არც ისე რთულია. შედეგი შემწვარი ბადრიჯნით მიიღება, რომლის შიგთავსშიც წვრილად დაკეპილი ნიგოზი, ნიორი, ხახვი, ყვითელი ყვავილი და მწვანილები ერთიანდება. ფაფუკ მასად გადაიქცეული კერძი ირევა და საბოლო სახეს სწორედ ასე იძენს. ფხალეულის გასაფორმებლად ბროწეულს ხშირად იყენებენ და არც ნიგვზიანი ბადრიჯანია გამონაკლისი.

თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ გასინჯული ქართული სამზარეულოს ეს ვეგეტარიანელი წარმომადგენელი, გაგიმართლათ! მთელი სიამოვნება წინ გელით. მას ყველა ქართულ რესტორანში შეხვდებით სხვადასხვა ვარიაციით.

შინდის შეჭამანდი

საუცხოო სილამაზის მქონე და ვიტამინებით გაჯერებული კერძი. სწორედ ასე შეიძლება დახასიათდეს არც თუ ისე მივიწყებული ქართული უნიკალური კერძი. შინდისა და რამდენიმე სახის ბოსტნეულის შერევით უმარტივესად მიიღება საბოლოო შედევრი. ზოგის თქმით, არაჩვეულებრივია ბახუსიდან გამოსასვლელად, ზოგი კი უბრალოდ სიამოვნებისთვის მიირთმევს.

ლამაზი სტრუქტურისა და ფაქტურის გამო ხშირად შეხვდებით მაღალი დონის რესტორნებში. კერძის მომზდება შეიძლება როგორც შინდის ქერქისგან და ცოცხალი შინდისგან, ასევე ტყლაპისგან.

მარწვენი

მეგრულ სამზარეულოში არაერთ უნიკალურ კერძს შეხვდებით. მაგრამ ძალინ ცოტა თუ გექნებათ გაგონილი ნელ-ნელა მივიწყებულ კულინარიულ შედევრებზე. მარწვენი ამ სიის მნიშვნელოვანი ვეგეტარიანული წარმომადგენელია.

ეს კერძი მოსამზადებლად ძალიან მარტივი და სწრაფია. სულ რაღაც 5 ინგრედიენტით შეიძლება დაუვიწყარი გემოს ჩამოყალიბება. კვერცხის, ფქვილის, სულგუნისა და რძის შერევით ფაფისებური მასა მიიღება, რომელსაც ერევა გამომცხვარი კვერცხი. მზა კერძს აუცილებლად უნდა მოაყაროთ პიტნა და სასურველია მიირთვათ ცხელ მჭადებთან ერთად.

 

წყარო

 

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

 

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
5 საუკეთესო კუნძული ოსლოს სიახლოვეს

5 საუკეთესო კუნძული ოსლოს სიახლოვეს

28 October, 2024
ცდებში რევოლუციური შედეგები აჩვენა – შექმნეს კიბოს ვაქცინა ძაღლებისთვის

ცდებში რევოლუციური შედეგები აჩვენა – შექმნეს კიბოს ვაქცინა ძაღლებისთვის

ოქტომბერი 28, 2024
სინოპტიკოსების პროგნოზით, პირველ ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

სინოპტიკოსების პროგნოზით, პირველ ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

28 ოქტომბერი 2024
3 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

3 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 28, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
“არ დააბეზღო ბავშვი მშობელთან. პირიქით, მის თვალში აამაღლე. მშობელი გაოცებული უნდა დარჩეს, თურმე როგორი ყოფილა და არ ვიცოდიო…” – შალვა ამონაშვილი მასწავლებლებს

“არ დააბეზღო ბავშვი მშობელთან. პირიქით, მის თვალში აამაღლე. მშობელი გაოცებული უნდა დარჩეს, თურმე როგორი ყოფილა და არ ვიცოდიო…” – შალვა ამონაშვილი მასწავლებლებს

28 ოქტომბერი 2024
ჯავახეთის ეროვნული პარკი საქართველოში ერთადერთი დაცული ტერიტორიაა, სადაც სეირნობისას შესაძლოა ფლამინგოებს გადაეყაროთ

ჯავახეთის ეროვნული პარკი საქართველოში ერთადერთი დაცული ტერიტორიაა, სადაც სეირნობისას შესაძლოა ფლამინგოებს გადაეყაროთ

ოქტომბერი 28, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
2 ნაბიჯის აქცია 28-29 ოქტომბერს განსაკუთრებულ ფასებს გთავაზობთ!

2 ნაბიჯის აქცია 28-29 ოქტომბერს განსაკუთრებულ ფასებს გთავაზობთ!

ოქტომბერი 28, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები