ხუთშაბათი, აპრილი 24, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიკერძებიმოვამზადოთ ტრადიციული გოზინაყი ახალი წლის სუფრისთვის

მოვამზადოთ ტრადიციული გოზინაყი ახალი წლის სუფრისთვის

ტრადიციული გოზინაყი საახალწლო სუფრის მთავარი გმირია

ტრადიციული გოზინაყი რომ მოამზადოთ ამისთვის დაგჭირდებათ: ნიგოზი – 4 ჭიქა, თაფლი – 1.5 ჭიქა

მომზადების წესი შემდეგია: თეთრი, საღი ნიგოზი მოვხალოთ ცეცხლზე, ისე, რომ ფერფლი გავაცალოთ და დავთალოთ აუცილებლად ხელით. თაფლი დავდგათ სქელძირიანი ტაფით ან ქვაბით ნელ ცეცხლზე და რომ აქაფდება, გადმოვდგათ 10 წუთით ცეცხლიდან, შემდეგ ისევ დავდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ, თან მუდმივად ვურიოთ ხის კოვზით. ასე წამოვადუღოთ 3-4-ჯერ. შემდეგ ვუმატებთ დათლილ ნიგოზს, კარგად მოვურევთ და დაბალ ცეცხლზე ვშუშავთ რამდენიმე წუთი, სანამ ნიგოზი ოქროსფერს არ მიიღებს. შემდეგ გაგმოვიღებთ დაფაზე, რომელსაც წინასწარ ცივი წყლით დავასველებთ. შემდეგ ნიგვზის მასას სველი საბრტყელებლით გადავანაწილებთ მთელ დაფაზე. შეგვიძლია მოუხალავი ნიგვზითაც გავაკეთოთ. მთავარია თაფლი იყოს სქელი, ახალი ტაფლი თხელია და მეტი დუღილი სჭირდება.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  პირის ღრუს პრობლემები ქიმიოთერაპიის დროს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები