26.6K
ტორტი “დათუნია”
მასალად საჭიროა:
კვერცხი 4 ცალი
Sheni Network
შაქრის ფხვნილი 2 ჩ/ჭ
არაჟანი 200 გ.
ფქვილი 5 ჩ/ჭ
კარაქი 200 გ.
ნიგოზი 2 ჩ/ჭ
სოდა-ძმრით 1 ჩ/კ
მომზადება:
ავთქვიფოთ 4 კვერცხის გული, დავამატოთ გამდნარი და შეგრილებული კარაქი, 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი,არაჟანი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი. გავყოთ სამ ნაწილად.
კარაქწასმულ გრილ ტაფაზე გავათხელოთ ერთი ნაწილი, წავუსვათ ბეზე შერეული ნიგოზით( 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი, 4 კვერცხის ცილა, 2 ჭიქა დაფქვილი ნიგოზი), დავადოთ მეორე ნაწილი და კიდევ წავუსვათ ბეზე, შემდეგ მესამე ნაწილი და გამოვაცხოთ საშუალო ცეცხლზე.
გამომცხვარ ტორტს ზემოდან მოვასხათ შოკოლადის მინანქარი: 100 გ. კარაქი, 4 ს/კ. წყალი, 4 ს/კ შაქრის ფხვნილი და 4 ს/კ. კაკაო ვადუღოთ 3-4 წუთი, შევაგრილოთ და მოვასხათ.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniSupra.ge. ტორტი “დათუნია”- შოკისმომგვრელი, უგემრიელესი ძველებური დესერტი. [Internet]. თბილისი: Shenisupra.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 აგვ 27]. ხელმისაწვდომია: https://shenisupra.ge/%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%99%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%9b%e1%83%9d/
shenisupra.ge


