მოამზადეთ უგემრიელესი სენდვიჩები შოკოლადითა და ბანანით, რომელიც თქვენს საუზმეს უფრო გემრიელს გახდის

0
52
#post_seo_title

სენდვიჩები საუზმეზე  ალბათ ძალიან მოგწონთ. იცით, რომ ის შეგიძლიათ მოამზადოთ არამხოლოდ ლორითა და ბოსტნეულით, არამედ ბანანითა და შოკოლადითაც? ტკბილი შიგთავსი ძალიან უხდება სენდვიჩებს.

სენდვიჩები შეგიძლიათ მოამზადოთ შენი რეცეპტით, რომელიც საუზმისთვის ნამდვილი მისწრებაა!

ინგრედიენტები

  • ერთი ცალი ბანანი
  • 3 ცალი კვერცხი
  • 75 გ რძიანი შოკოლადი
  • 25 გ კარაქი
  • ერთი ს. კ. ნაღები
  • ნახევარი ჩ. კ. ვანილის ექსტრაქტი

მომზადება

  1. თასში ჩანგლით ჩაჭყლიტეთ ბანანი. შოკოლადი გახეხეთ მსხვილ სახეხზე და შეურიეთ ბანანს.
  2. აიღეთ პურის ნაჭერი და წაუსვით მას ბანანისა და შოკოლადის ნარევი. ზემოდან დაადეთ მეორე ნაჭერი პური.
  3. ცალკე თასში ათქვიფეთ კვერცხი და ნაღები, დაამატეთ ვანილის ექსტრაქტი.
  4. ტაფაში გაადნეთ კარაქი. სენდვიჩი ორივე მხრიდან ამოავლეთ კვერცხისა და ნაღების ნარევში და შეწვით კარაქში ორივე მხრიდან.
  5. სუფრაზე მიტანის წინ სასურველია გაჭრათ ორ ნაწილად.

ასევე შეგიძლიათ სენდვიჩს მოაყაროთ შაქრის პუდრა, დარიჩინი, კენკრა, მოასხათ თაფლი ან ნეკერჩხლის სიროფი, დაამატოთ ნაყინის ბურთულა და ა. შ… დაე, თქვენი დღე ისეთივე ზღაპრული იყოს, როგორიც ეს სენდვიჩებია!

გემრიელად მიირთვით და სენდვიჩის ეს იდეალური ვარიანტი გაუზიარეთ სხვებსაც!

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები