საქონლის ხორცითა და სოკოთი მომზადებული შეჭამანდი

0
21
#post_seo_title

საჭიროა: 250 გრამი საქონლის გულმკერდის ნაწილი,

60 გრამი შებოლილი ღორის ქონი ( ე.წ. სალა ),

500 გრამი კომბოსტო,

12 ცალი შავი ქლიავის ჩირი,

2 ს/კ რომი,

1 ს/კ თაფლი,

150 გრამი მშრალი წითელი ღვინო,

250 გრამი მჟავე კომბოსტო,

4 ცალი მიხაკი,

1 მწიკვი მიხაკი,

1 მწიკვი ქონდარი,

3 ცალი დაფნის ფოთოლი,

2 თავი ხახვი,

200 გრამი ქამა სოკო,

2 ს/კ ნაღების კარაქი,

2 ს/კ დაჭრილი მწვანილი ( ქინძი, ოხრახუში და კამა ),

მარილი, პილპილი.

ხორცი გარეცხეთ, გააშრეთ და დაჭრით წვრილად. სალა დაკეპეთ. კომბოსტო გაასუფთავეთ, გარეცხეთ და დაკეპეთ. ქლიავს დაასხით რომი.

სალა გააცხელეთ სქელკედლიან ქვაბში, დაამატეთ ხორცი და ოდნავ შეაწითლეთ. მოაყარეთ მარილი და პილპილი და მარილი. ქვაბში ჩაყარეთ დაკეპილი კომბოსტო და ყველაფერი ერთად მოხრაკეთ. დაამატეთ თაფლი, წითელი ღვინო, ტომატი, მჟავე კომბოსტო და ქლიავი ( რომის გარეშე ). დაამატეთ სუნელები და ხარშეთ 45 წუთის განმავლობაში.

გაფცქვნილი ხახვი წვრილად დაჭერით. გასუფთავებული სოკო დაკეპეთ. გააცხელეთ ტაფაზე ნაღების კარაქი. მოხრაკეთ ხახვი და სოკო, შემდეგ გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე. კერძს მოაყარეთ მარილი და პილპილი, დაამატეთ რომი და ხახვიანი სოკო. დაასხით თეფშებზე და მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.

ეს წვნიანი ორიგინალურია, შედგება ბევრი პროდუქტებისგან, რაც მას ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებითა და ვიტამინებით ამდიდრებს. ხშირ-ხშირად ასეთი შეჭამანდის მირთმევა ნამდვილად არ იქნება მისაღები, მაგრამ დროგამოშვებით სარგებლობასაც კი მოუტანს ორგანიზმს. აჯობებს, ის უპუროდ მიირთვით. თუ მეორე კერძზე უარს იტყვით არ წააგებთ, რადგან ეს წვნიანი საკმაოდ მსუყეა და ადვილად დაგანაყრებთ.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ