ორშაბათი, მარტი 10, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგისაქართველოში რეგისტრირებულ დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს „ობჩა“  დაემატა

საქართველოში რეგისტრირებულ დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს „ობჩა“  დაემატა

საქართველოში რეგისტრირებულ დაცული ადგილწარმოების დასახელებას “ობჩა” დაემატა

საქართველოს ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების რაოდენობა 30-მდე გაიზარდა, რაც ქართული ღვინის მრავალფეროვნებაზე მიუთითებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის.

გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მოთხოვნით, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტი“ შპს იმერული ღვინის ასოციაციამ“ მიმართა.

ღვინოების წარმოების სპეციფიკაციის მომზადებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სხვა ტექნიკურ საკითხებში ღვინის ეროვნული სააგენტო „ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების სისტემის განვითარებისა და ქართული ღვინის აღნიშვნების დაცვის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში მონაწილეობდა.

ობჩა მშრალი ღვინოა, რომელიც შეიძლება იყოს ქარვისფერი ან წითელი. მიკროზონა მდებარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტში და მოიცავს ქალაქ ბაღდათსა და სოფლებს: პირველი ობჩა, მეორე ობჩა, დიმი, როკითი, ფერსათს, რომელთა სიმაღლე ზღვის დონიდან 120-420 მეტრის ფარგლებშია.

ღვინო ქარვისფერი ობჩა შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ობჩის მიკროზონაში მოწეული ცოლიკოურის ჯიშის ყურძნიდან. დასაშვებია ციცქას და/ან კრახუნას ჯიშის ყურძნის გამოყენებაც 15 %-ის ფარგლებში.

ღვინო წითელი ობჩა შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ობჩის მიკროზონაში მოწეული ოცხანური საფერეს ჯიშის ყურძნიდან და დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება.

ობჩის ნიადაგის მორფოლოგია და მიკროზონის კლიმატი, აისახება ღვინო ობჩას მაღალ ხარისხისზე.

ამ ეტაპზე, საქართველოში დარეგისტრირებულია დაცული ადგილწარმოშობის დასახელების შემდეგი ღვინოები: ქინძმარაული, მანავი, კახეთი, ნაფარეული, თელიანი, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი, გურჯაანი, ხვანჭკარა, ატენი, სვირი, ვაზისუბანი, კარდენახი, ტიბაანი, ტვიში, ყვარელი, კოტეხი, ხაშმის საფერავი, ბოლნისი, სალხინოს ოჯალეში, ახმეტა, წარაფი, ახოები, მაღრაანის ქისი, ოყურეშის უსახელოური, ზეგაანი, ასურეთული შალა, ოკამი და ობჩა.

#drpkhakadze #pitskhelauri

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
როგორ უნდა გაატაროთ 7 დღე უზბეკეთში

როგორ უნდა გაატაროთ 7 დღე უზბეკეთში

10 March, 2025
დაჩქარების სინდრომი: როგორ ამოვიცნოთ და დავძლიოთ თანამედროვე ცხოვრების საფრთხე – გიორგი ფხაკაძე გირჩევთ

დაჩქარების სინდრომი: როგორ ამოვიცნოთ და დავძლიოთ თანამედროვე ცხოვრების საფრთხე – გიორგი ფხაკაძე გირჩევთ

მარტი 7, 2025
კარგი ამბავი მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს

კარგი ამბავი მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს

10 მარტი 2025
ინტერეიერის 6 ყველაზე მშვიდი ფერების კომბინაცია

ინტერეიერის 6 ყველაზე მშვიდი ფერების კომბინაცია

მარტი 10, 2025
ყველაზე ბინძური ნივთი თქვენს სახლში – სამზარეულოს ღრუბელი!

ყველაზე ბინძური ნივთი თქვენს სახლში – სამზარეულოს ღრუბელი!

თებერვალი 25, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
რა ვნახოთ ბორჯომში – ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით.

რა ვნახოთ ბორჯომში – ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით.

თებერვალი 24, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევურჩიოთ ფერები ჩვენს სტილს? – სრული გზამკვლევი

როგორ შევურჩიოთ ფერები ჩვენს სტილს? – სრული გზამკვლევი

მარტი 10, 2025
“დღემდე მახსოვს, როგორ პატარა ოთახში ვცხოვრობდი…” – კრისტინა ოჩიგავას სწავლა და ცხოვრება სამხრეთ კორეაში

“დღემდე მახსოვს, როგორ პატარა ოთახში ვცხოვრობდი…” – კრისტინა ოჩიგავას სწავლა და ცხოვრება სამხრეთ კორეაში

10 მარტი 2025
თბილისში ბელიაშვილის ქუჩაზე გასროლილი ე.წ. ბრმა ტყვია საცხოვრებელ კორპუსში შევარდა

თბილისში ბელიაშვილის ქუჩაზე გასროლილი ე.წ. ბრმა ტყვია საცხოვრებელ კორპუსში შევარდა

მარტი 10, 2025
Galt & Taggart-ის შეფასებით, თებერვალში ტურიზმის შემოსავლებმა წლიური ზრდა ვერ აჩვენა

Galt & Taggart-ის შეფასებით, თებერვალში ტურიზმის შემოსავლებმა წლიური ზრდა ვერ აჩვენა

მარტი 10, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები