ხშირად ზედმეტი კილოგრამები ქრება, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ბრუნდება, რასაც განწყობის ცვლილება სდევს თან. მაგრამ, კენკრასა და ხილზე უკეთესი არაფერია, ამიტომაც ეს სასმელი დაგეხმარებათ შეცვალოთ კვების წესი და სხეული გააჯანსაღოთ.
სასმელი შემდეგნაირად მოამზადეთ: ჩაყარეთ სეზონური ხილი ბლენდერში და დაუმატეთ იოგურტი! სასიამოვნო გემოსთან ერთად, გახდებით კიდეც.
მშვენიერი გადაწყვეტილებაა ჩაანაცვლოთ საუზმე და ლანჩი სმუზით. ორგანიზმი ყველა საჭირო ვიტამინსა თუ მინერალს მიიღებს.
სმუზი მარწყვით და შვრიით
ეს სმუზი სქელი გამოდის. იმისთვის, რომ უფრო გაათხელოთ, ცოტა წყალი დაუმატეთ. სასურველია პროდუქტები ეკოლოგიური იყოს. ეს გასნაკუთრებით შვრიას და მარწყვს ეხება, ისინი ხანდახან პესტიციდებითაა დაბინძურებული.
ინგრედიენტები: 5 მარწყვი, 2 ს.კ. შვრიის ფანტელები, დაფხშვნილი ჯანჯაფილი. 200 მლ წყალი. 1 ჩ.კ. თაფლი (სურვილისამებრ)
მომზადება
შვრია ჩაალბეთ 1 ჭიქა წყალში მთელი ღამით.
დილით ბლენდერში გადაიტანეთ, ჩაასხით ის წყალი, რომელშიც ჩაალბეთ და დაამატეთ მარწყვი და ჯანჯაფილი.
ათქვიფეთ მასა სანამ ერთგვაროვანი არ გახდება. სურვილის შემთხვევაში დაუმატეთ 1 კოვზი თაფლი.
შეგიძლიათ ზევიდანაც მორთოთ მარწყვით და ჯანჯაფილით.
სმუზი ვაშლითა და ალუბლით
მდიდარია ვიტამინებით A, B2, B12, ასევე კალიუმით, კალციუმით და ფოსფორით. ის 5 წუთში მზადდება, ამიტომაც იდეალურად მოუხდება საუზმეს და სწრაფად წახემსებას.
ინგრედიენტები: 100 გ ალუბალი კურკების გარეშე, 1 ვაშლი. 200 მლ ნატურალური იოგურტი. 1 ს.კ. თაფლი. დაფქული დარიჩინი
მომზადება
გარეცხეთ და გაასუფთავეთ ვაშლი. დაჭერით ნაჭრებად და გადაიტანეთ ბლენდერში. ალუბალიც გარეცხეთ და გამოაცალეთ კურკები. მიუმატეთ ვაშლს.
დაასხით ხილს ნატურალური იოგურტი. პიკანტური გემოსთვის დაამატეთ დარიჩინის მარცვლები, სიტკბოსთვის კი თაფლი.
დაჭყლიტეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში მაღალ სიჩქარეზე, რათა სმუზი ერთგვაროვანი იყოს.
სმუზი შავი მოცხარით და პიტნით
ინგრედიენტები: 200 გ შავი მოცხარი, 150 მლ არატკბილი იოგურტი, 30 გ პიტნა. თაფლი, ყინული
მომზადება
გარეცხეთ პიტნა და დაჭერით.
გარეცხეთ მოცხარი, გააშრეთ და ბლენდერში გადაიტანეთ.
დაასხით თაფლი, პიტნა და იოგურტი. დაჭტყლიტეთ ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ჩააგდეთ ყინული და მასთან ერთად ათქვიფეთ.
https://www.bbc.co.uk/food/recipes
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები