სამარხვო კანფეტები კაკლითა და გრანოლით

0
127
#post_seo_title

მოამზადეთ სამარხვო კანფეტები

სამარხვო კანფეტები კაკლითა და გრანოლით უგემრიელესია. მის მოსამზადებლად საჭიროა ბლენდერი, ღუმელი და საცხობი ქაღალდი. ძალიან მარტივი რეცეპტია.

გრანოლა – ეს არის შვრიის ფანტელის, თაფლისა და ნიგვზის ნარევი, რომელიც გამომცხვარია. თქვენ შეგიძლიათ კანფეტები მზა გრანოლისგან გააკეთოთ, თუმცა სჯობს, მოამზადოთ ინგრედიენტები სათითაოდ და შემდეგ შეურიოთ.

ინგრედიენტები 8 პორციაზე: 50 გ შავი ქლიავი, 50 გ ქიშმიში, 65 გ თაფლი, 150 გ კაკალი ან ნუში, 100 გ ჰერკულესი, 40 გ სეზამი, 50 გ მზესუმზირას და გოგრის თესლი, 20 გ ლერწმის შაქარი, 5 გ დაფქული იმბირი, 10 გ კაკაო

მომზადება

გავახუროთ აერღუმელი 180 გრადუსამდე. პერგამენტ დაფენილ საცხობზე დავყაროთ შვრიის ფანტელი – ჰერკულესი. დავამატოთ შაქარი, ავურიოთ და შევდგათ ღუმელში.

სამარხვო კანფეტები კაკლითა და გრანოლით

ფანტელი ვშუშოთ რამდენიმე წუთით, რომ არ დაიწვას თან სულ ვურიოთ.

სამარხვო კანფეტები კაკლითა და გრანოლით

გავრეცხოთ ქიშმიში და შავი ქლიავი, ჩავაწყოთ ცივ, ანადუღარ წყალში, დავტოვოთ 2-3 საათი. შემდეგ გადავწუროთ.

სამარხვო კანფეტები კაკლითა და გრანოლით

ჩირს დავამატოთ თაფლი, ინგრედიენტები კი ბლენდერში მოვათავსოთ და ავთქვიფოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თუ მასა ძალიან სქელია, დავამატოთ ცოტა გაციებული ანადუღარი წყალი.

ეს ხილის პიურე თავისებური წებოა კანფეტისთვის.

სამარხვო კანფეტები კაკლითა და გრანოლით

საცხობზე დავყაროთ კაკლეული, შევდგათ ღუმელში, ვაცხოთ რამდენიმე წუთი. კაკალი ყოველთვის ღუმელში მოამზადეთ, და არა ტაფაზე, იქ ისინი თანაბრად მოიხლება.

სამარხვო კანფეტები კაკლითა და გრანოლით

სქელძირიან ტაფაში ჩავყაროთ მზესუმზირისა და გოგრის მარცვლები, მოვშუშოთ დავალ ცეცხლზე. შემდეგ გადმოვდგათ.

სამარხვო კანფეტები კაკლითა და გრანოლით

სეზამის მარცვლებით მოვშუშოთ ტაფაზე ოქროსფრამდე. ყურადღებით იყავით, არ დაგეწვათ.

სამარხვო კანფეტები კაკლითა და გრანოლით

მოხალული კაკლეული, თესლები, ჩავყაროთ ბლენდერში. დავფქვათ. შეგიძლიათ ფქვილის კონსისტენციამდე დაფქვათ, თუმცა მსხვილად დაფქული უფრო გემრიელია.

ჩავყაროთ ჯამში დაფქული კაკალი, დავამატოთ შვრია, ჩირის პიურე და სეზამის დიდი ნაწილი. ჩავყაროთ კაკაო და დაფქული იმბირი.

სამარხვო კანფეტები კაკლითა და გრანოლით

მოვათავსოთ ინგრედიენტები ბლენდერში და გარდავქმნათ პიურედ. თუ არ გსურთ დაფქვა, უბრალოდ აურიეთ პროდუქტები კოვზით და დადგით 20 წუთი.

სამარხვო კანფეტები კაკლითა და გრანოლით

ჩაის კოვზით გააკეთეთ პატარა ბურთები, ერთი ზომის. დაალაგეთ პერგამენტის ქაღალდზე.

სამარხვო კანფეტები კაკლითა და გრანოლით

დააყარეთ ბურთულებს დარჩენილი სეზამი და შედგით მაცივარში ერთი საათით.

სამარხვო კანფეტები კაკლითა და გრანოლით

აადუღეთ ახალი ჩაი და დატკბით სასარგებლო სახლის რეცეპტით. გემრიელად მიირთვით!

სამარხვო კანფეტები კაკლითა და გრანოლით

ეს სასარგებლო კანფეტი შეგიძლიათ მიირთვათ მარხვაშიც. ჩვეულებრივ დღეებში სცადეთ გემრიელ ნარევს დაუმატოთ ცოტა მწარე შოკოლადი, ასე უფრო ტკბილი გამოდის.

კითხვის გაგრძელება

#drpkhakadze #pitskhelauri

https://www.bbc.co.uk/food/recipes

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

მასალის გამოყენების პირობები