ბლინები ყველა ასაკში სიამოვნებას გვგვრის. ტკბილი, ფუმფულა, ჰაეროვანი….
ინგრედიენტები
480 გ ფქვილი
480 გ რძე ან წყალი
1 პატარა კვერცხი
14 გ საფუარი
17 გ შაქარი
9 გ მარილი
2 ს. კ. მცენარეული ზეთი
მომზადება
ცოტაოდენ თბილ რძეში გახსენით მარილი, შაქარი და წინასწარ შეზავებული საფუარი.
აურიეთ, გაცერით და შემდეგ შეუერთეთ დანარჩენი რძის მასას, გაათბეთ 35-40 გრადუსზე.
დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და კვერცხი.
შემდეგ აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
მოზელილი ცომი შეფუთეთ პირსახოცში და დატოვეთ თბილ ადგილას 1.5-2 საათით. ამის შემდეგ მოხსენით და მიეცით ცოტა დრო ამოფუვდეს.
ბლინები გამთბარ ღუმელის ლანგარზე მოათავსეთ, ზეთწასმულზე. ცომი კოვზს რომ არ ეკროდეს, წყალში ჩაალბეთ. გამოაცხვეთ ბლინები გაზქურაში 8-10 წუთით, 180-200გრადუსზე გაცხელებულში. მათი სისქე 5-6 მილიმეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს.
მირთმევის ტემპერატურაა 60-65 გრადუსი.