როგორ მოვამზადოთ პაშტეტი სახლში

0
56
#post_seo_title

წითელი თევზისა და კრემ ყველის ერთობლიობა ძალიან საინტერესო გემოს მქონე ტანდემია. ამ ინგრედიენტებით მომზადებული პაშტეტი კი უნაზესი და უგემრიელესია. თუ გაქვთ ხუთი წუთი და შესაბამისი პროდუქტები, სჯობს უკვე დაიწყოთ.

გირჩევთ კერძისთვის შეარჩიოთ ნაკლებად მარილიანი ორაგული ან სხვა წითელი თევზი.

ინგრედიენტები

  • 150 გ ორაგული
  • ნახევარი კონა კამა
  • 150 გ კრემ ყველი
  • ორი ს. კ. პირშუშხას ფესვი
  • ორი ჩ. კ. ლიმონის ცედრა
  • ორი ჩ. კ. ლიმონის წვენი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. შეურიეთ ერთმანეთს კრემ ყველი, ლიმონის წვენი და ცედრა. დაამატეთ თეთრი სუფრის პირშუშხა და კარგად აურიეთ.

როგორ მოვამზადოთ პაშტეტი სახლში

2. თევზის ფილე დაჭერით პატარა ნაჭრებად. ასევე წვრილად დაჭერით კამა და ორივე მათგანი ჩაამატეთ ნაღების ნარევს.

როგორ მოვამზადოთ პაშტეტი სახლში

3. პაშტეტს მოაყარეთ მარილი და პილპილი და კარგად აურიეთ. სულ ეს არის! დროა წაუსვათ პურზე და მიირთვათ გემრიელი ბუტერბროდები.

როგორ მოვამზადოთ პაშტეტი სახლში

სახლში მომზადებული მზა პაშტეტი შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში შუშის ქილით. ძალიან უხდება კრეკერებს, გახუხულ ტოსტებს, ტარტალეტკებს და ა. შ. აქვს მდიდრული გემო და ამავე დროს ძალიან უბრალო კერძია.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებს!

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები