მსოფლიოს დიეტოლოგებისა და მედიკოსების აზრით, ძალიან ცდებიან ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ ოსპის კერძებზე.
მას თავისი კვებითი თვისებებით შეუძლია შეცვალოს პური და ხორციც კი. ოსპი მიჩნეულია დედამიწაზე არსებულ ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო პროდუქტად.
შეიცავს A, C და B ჯგუფის ვიტამინებს, უჯრედისებს, ბევრ ცილას, ნახშირწყლებს, ფლავონოიდებს, ფოლიუმის მჟავას (რომელიც გვიცავს კიბოსაგან), მიკროელემენტებს: კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, თუთიას, რკინას, ფოსფორს. თანამედროვე მედიცინა აქტიურად იყენებს ოსპს სამკურნალოდ. ძალიან სასარგებლოა ოსპის კერძები (წვნიანი, სალათა, ფაფა) გულ-სისხლძარღვთა და დიაბეტით დაავადებულთათვის, რადგან აწესრიგებს სისხლში შაქრის დონეს, კუჭ-ნაწლავის პრობლემების (კოლიტი, წყლული) დროს. სასურველია, მომავალმა დედებმაც რაციონში ოსპი გაითვალისწინონ, რადგან ის ეხმარება ნაყოფის განვითარებას.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ოსპი ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა პროდუქტია, რადგან ის არ აგროვებს ტოქსინებსა და ნიტრატებს. მასში შემავალ ნივთიერებებს, იზოფლავონებს, ძუძუს კიბოს არიდება შეუძლიათ. ოსპი შეიცავს გულისთვის აუცილებელ უჯრედისსაც.
მასალის გამოყენების პირობები