სამი პროდუქტისგან მომზადებული ორცხობილა, რომლითაც სიამოვნებით წაიხემსებთ

0
103
#post_seo_title

ამას წინათ ჩვენ აღმოვაჩინეთ ისეთი ორცხობილის რეცეპტი, რომელიც მხოლოდ სამი ინგრედიენტისგან შედგება და მათგან შეგიძლიათ როგორც ტკბილი, ისე მარილიანი კრეკერების მომზადება.

ორცხობილა ასევე შეგიძლიათ შეავსოთ  მწვანილეულითა და  თხილეულით, სელის თესლის და სხვა საკმაზის დამატებით. მშვენიერი სასუსნავი გამოდის ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანისთვის.

დღეს შემოგტავაზებთ პიკანტური კრეკერის რეცეპტს.

ინგრედიენტები

  • 260 გ ფქვილი
  • 200 გ მარგარინი
  • 150 მლ ლუდი
  • შაქარი და სხვადასხვა საკმაზი გემოვნებით

მომზადება

  1. ოთახის ტემპერატურის მარგარინი და ფქვილი გადაზილე ერთმანეთში.

სამი პროდუქტისგან მომზადებული ორცხობილა, რომლითაც სიამოვნებით წაიხემსებთ | შენი სუფრა

2. ამ მასას დაამატე ცოტ-ცოტა ლუდი. მოზილე ცომი, მოაგუნდავე, დააფარე ტილო და შედგი მაცივარში ნახევარი საათით.

სამი პროდუქტისგან მომზადებული ორცხობილა, რომლითაც სიამოვნებით წაიხემსებთ | შენი სუფრა

3. ცომი გამოიღე მაცივრიდან და თხლად გააბრტყელე. დაკბილული დანით დაჭერი ცომი ჯერ ზოლებად, შემდეგ კი დიაგონალის მიხედვით. გამოდის თავისებური რომბები.

სამი პროდუქტისგან მომზადებული ორცხობილა, რომლითაც სიამოვნებით წაიხემსებთ | შენი სუფრა

4. დაჭრილი ცომი გადაიტანე პერგამენტიან საცხობ ფორმაზე. თუ ტკბილი ორცხობილა გსურს, დალაგებამდე თითოეული რომბი ამოავლე შაქარში. ხოლო მლაშე კრეკერის მომზადების შემთხვევაში, პატარა ცომებს ზემოდან მოაყარე მარილი ან სხვა საკმაზი – სურვილის მიხედვით. უმჯობესია, მოამზადო ორივე ვარიანტი ერთდროულად.

სამი პროდუქტისგან მომზადებული ორცხობილა, რომლითაც სიამოვნებით წაიხემსებთ | შენი სუფრა

5. კრეკერი გამოაცხე წინასწარ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ათი წუთის განმავლობაში. ცხელი არ მიირთვა. სჯობს წახემსებამდე გააციო.

სამი პროდუქტისგან მომზადებული ორცხობილა, რომლითაც სიამოვნებით წაიხემსებთ | შენი სუფრა

6. სულ ეს არის! სახლური კრეკერი მზადაა. გემრიელად მიირთვით.

გაუზიარეთ ეს უმარტივესი და უიაფესი რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

READ  80-იანი წლების არაჟნისა და შოკოლადის ტორტი “პოლ – რობსონი”.