სახლში მომზადებული ნუგა ნიგვზითა და გარგარის ჩირით

0
146
#post_seo_title

ნუგა დაუჯერებლად გემრიელი დესერტია. ის მზადდება თაფლით, თხილეულით, ასევე ამატებენ დარიჩინს, ვანილს, ცუკატებს, ჩირს და ა. შ.

ნუგა გამორჩეული ტკბილეულია და მის სავარაუდო სამშობლოდ ირანი ითვლება. თავად სიტყვა ,,ნუგა” კი – ალბათ, წარმოიშვა ლათინური სახელწოდებიდან ”nux”, რაც თხილეულს ნიშნავს.

ნუგა საკმაოდ კალორიულია, თუმცა მისი იშვიათად მიღება მაინც ღირს, რადგან ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. სხვათაშორის, გლუკოზისა და თხილეულის ერთობლიობა ძლიერ აფროდიზიაკს წარმოადგენს.

ინგრედიენტები

  • 160 მლ თაფლი
  • ერთი ჭიქა ნუში
  • ნახევარი ჭიქა გარგარის ჩირი
  • ორი კვერცხის ცილა
  • 50 გ ცუკატი
  • 15 გ ლიმონის ცედრა

მომზადება

  1. საცხობ ფორმას დააფინეთ პერგამენტი.
  2. თაფლი გაადნეთ წყლის აბაზანაზე. ამასობაში ათქვიფეთ ცილა და ჩაამატეთ თბილ თაფლში.
  3. ფრთხილად მოურიეთ ხის კოვზით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ის უნდა იყოს ბლანტი და კარამელის ფერის. მასას ურიეთ იქამდე, სანამ არ გასქელდება და უფრო ღია ფერის არ გახდება.
  4. დაამატეთ თხილი, გარგარის ჩირი, ლიმონის ცედრა. ქვაბი არ აიღოთ წყლის აბაზანიდან. კარგად ურიეთ.
  5. როცა მასა ძალიან ღია ფერის გახდება, გადაიტანეთ ის ფორმებში. დადეთ საცხობზე და დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. დააყოვნეთ მინიმუმ ორი საათით მშრალ ადგილას.
  6. როცა მასა გაცივდება, დაჭერით ნუგა სასურველ ფორმებად.

სცადეთ ამ გემრიელი დესერტის მომზადება და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები კომენტარებში!

სტატია კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები