მსუბუქი დესერტით სტაფილოსფან

0
63
#post_seo_title

მოხარშული სტაფილო ბევრს არ უყვარს. იქნებ იმიტომ, რომ მას გემრიელად ვერ ამზადებენ? გასწავლით სტაფილოსგან როგორ მოამზადოთ მსუბუქი დესერტი

მსუბუქი დესერტი გამოდის სტაფილოსგან,

გამომცხვარი სტაფილო

ინგრედიენტები

  • 220 გ სტაფილო
  • ერთი ჭიქა რძე
  • ერთი ცალი კვერცხი
  • 30 გ მანი
  • ერთი კვერცხის ცილა
  • 20 გ ფქვილი
  • 35 გ კარაქი
  • ერთი მწიკვი მარილი

მომზადება

1. სტაფილო გაფცქვენით და დაჭერით პატარა კუბებად.

მსუბუქი დესერტით სტაფილოსფან

2. დაასხით სტაფილოს რძე და მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში.

მსუბუქი დესერტით სტაფილოსფან

3. გააციეთ და ბლენდერით ან ხორცსაკეპი მანქანით მიიყვანეთ ფაფის მდგომარეობამდე.

4. სტაფილოს პიურეს დაამატეთ ფქვილი, შაქარი, მანი, კვერცხი და დარბილებული კარაქი. ათქვიფეთ ბლენდერით.

მსუბუქი დესერტით სტაფილოსფან

5. ცალკე თასში შეურიეთ კვერცხის ცილა მარილს.

6. ფრთხილად და თანმიმდევრობით ცილის ნარევი ჩაამატეთ სტაფილოს პიურეს და კარგად აურიეთ.

მსუბუქი დესერტით სტაფილოსფან

7. აიღეთ რამდენიმე საცხობი ფორმა, წაუსვით მას ცხიმი, მოაყარეთ მანი და ჩადეთ მასში სტაფილოს მასა. ფორმებს სულ ნუ გაავსებთ, ცოტა ადგილი დატოვეთ.

8. ფორმები შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში.

მსუბუქი დესერტით სტაფილოსფან

9. როცა სტაფილოს ნამცხვარი დაიბრაწება (დაახლოებით 20 წუთში), ქურა გამორთეთ და დესერტი დატოვეთ გასაციებლად.

10. ნარინჯისფერი სუფლე შეგიძლიათ პირდაპირ ფორმებში ჩადოთ და ისე მიიტანოთ სუფრასთან. შეგიძლიათ მორთოთ კენკრით ან პიტნის ფოთლებით.

მსუბუქი დესერტით სტაფილოსფან

11. გემრიელად მიირთვით!

იმედი გვაქვს, დესერტით თქვენც ისიამოვნებთ!

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები