მოამზადეთ უგემრიელესი მოლდოვური კვერები კეფირით

0
54
#post_seo_title

როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი მოლდოვური კვერები -შენი რეცეპტით

მოლდოვური კვერები ძალიან ნაცნობია  უკრაინელი და მოლდოველი დიასახლისებისთვის. შიგთავსაც მრავალფეროვან პროდუქტებს იყენებენ: კარტოფილს, ხაჭოს, მწვანილს, კვერცხს…. ამჯერად წარმოგიდგენთ კეფირზე ხახვითა და კვერცხით. რბილი კვერები უხდება სუპს, ცხელ სასმელებს და ღვინოს. გასინჯეთ – ძალიან გემრიელია.

ინგრედიენტები: ხორბლის ფქვილი 330გ. შაქარი 1 ს.კ. კვერცხი 4 ცკეფირი 250მლ. ხახვი 1 ც.  მწვანე ხახვი 1 კონა. მზესუმზირის ზეთი 3 ს.კ. ნაღების კარაქი 30გ. სოდა 1 ჩ.კ. მარილი, შავი პილპილი, კამა
მომზადება

აურიეთ სოდა კეფირთან. დაამატეთ 1 ჩ.კ. მარილი და შაქარი. აურიეთ.

დააყარეთ ფქვილი. მოზილეთ რბილი ცომი.

შიგთავსისთვის დაჭერით მოხარშული კვერცხი. წვრილად დაჭერით ხახვი და შეწვით ნაღების და მცენარეულ ზეთში. დაამატეთ მწვანე ხახვი და შეწვით კიდევ რამდენიმე წუთი. გადმოიღეთ ცეცხლიდან. აურიეთ კვერცხთან, დაამატეთ მარილი და პილპილი.

გაყავით ცომი 6 ერთნაირ ნაწილად. თითოეული მათგანი წვრილად გააბრტყელეთ. შუაში ხახვისა და კვერცხის შიგთავსი მოათავსეთ და დახურეთ.

მოამზადეთ უგემრიელესი მოლდოვური კვერები კეფირით

მოხურვისას ცომი გვერდებიდან წამოიღეთ და ნაკერი შუაში მოახვედრეთ. კონვერტის ფორმა უნდა გამოგივიდეთ.

მოამზადეთ უგემრიელესი მოლდოვური კვერები კეფირით

კუთხეები თითებით გაჭიმეთ და ცენტრში წამოიღეთ. მსგავსი 6კუთხა ფორმის უნდა გახდეს.

მოამზადეთ უგემრიელესი მოლდოვური კვერები კეფირით

გააცხელეთ ტაფაზე მცენარეული ზეთი. მოათავსეთ კვერი ნაკერით ქვევით, ხელებით ოდნავ დააჭირეთ. შეწვით ოქროსფერ შეფერილობამდე ნელ ცეცხლზე.

გადმოიღეთ ქაღალდის პირსახოცზე, რათა ზედმეტი ცხიმები გაიწოვოს.

მოამზადეთ უგემრიელესი მოლდოვური კვერები კეფირით

მიირთვით არაჟანთან ან სოუსთან ერთად.

#drpkhakadze #pitskhekauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები