შაბათი, აპრილი 26, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამზარეულოს აქსესუარებიროგორ გავასუფთავოთ მიმწვარი ჭურჭელი

როგორ გავასუფთავოთ მიმწვარი ჭურჭელი

გაეცანით რჩევას და დახარჯეთ ბევრად ნაკლები დრო და ძალისხმევა მიმწვარი ჭურჭლის გასასუფთავებლად 

მიმწვარი ჭურჭლის გასასუფთავებლად  დაგვჭირდება: 1 ჭიქა ძმარი, 2 ს/კ სოდა, 1 ჭიქა წყალი (რაოდენობა დამოკიდებულია ჭურჭლის ზომაზე) სახეხი

ჭურჭლის ძირში ჩაასხით 1 ჭიქა წყალი (რაოდენობა დამოკიდებულია ჭურჭლის ზომაზე). დაუმატეთ 1 ჭიქა ძმარი. მიმწვარი ჭურჭელი გაზქურაზე მოათავსეთ და აადუღეთ. გადმოდგით გაზქურიდან და დაუმატეთ სოდა. ნაზავი აქაფდება. სახეხით ჩვეულებრივ გაწმინდეთ. საჭიროებისამებრ, სოდა კიდევ დაუმატეთ. თუ რომელიმე ადგილი სახეხით კარგად არ გაიწმინდა, ამ ადგილას სოდა და რამდენიმე წვეთი წყალი მოათავსეთ. გააჩერეთ ცოტა ხნით და შემდეგ გაწმინდეთ.

მიმწვარი ჭურჭელი იდეალურადაა გაპრიალებული ზედმეტი დროისა და ძალისხმევის გარეშე.

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  რაში გამოიყენება ღუმელის ქვედა უჯრა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები