როცა საქმე წონის დაკლებას ეხება, ბევრს ჰგონია, რომ ამას შიმშილის და ბევრი აკრძალვების ხარჯზე შეძლებს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.
ზოგჯერ გვგონია, რომ გახდომის ჯადოსნურ ხერხს მივაგენით, მაგრამ სულ მალე ვხვდებით, რომ წონაში ვერ ვიკლებთ.
ვეცადეთ შეგვეგროვებინა და თქვენთვის გაგვეცნო ყველაზე გავრცელებული მითები წონის დაკლებასთან დაკავშირებით.
რაციონიდან ცილის ამოღება
ბევრი ადამიანი წონაში დაკლების მიზნით რაციონიდან მთლიანად იღებს ცილას, რაც დიდი შეცდომაა. ცილა, იგივე პროტეინი ძალიან მნიშვნელოვანია წონაში დაკლებისთვის. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური დიეტა სწორედ ცილოვანი დიეტაა. ცილის შემცველობის მქონე საკვები სწრაფად დაგეხმარებათ წონის დაკლებაში.
შიმშილი
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია, რომ შიშილის შედეგად წონაში სწრაფად დაიკლებთ. გაითვალისწინეთ, რომ შიმშილი დიდ დარტყმას აყენებს ორგანიზმს და ერთი-ორად ზრდის მისი ცხიმოვანი მასის მოცულობას.
დიდი რაოდენობით სითხის მიღება
რა თქმა უნდა, თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ უზმოზე დალიოთ ერთი ჭიქა წყალი, საუზმეზე ან წახემსებისას მიიღოთ საყვარელი ხილის წვენი, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ ე.წ. „სითხის დიეტას“ თქვენი ორგანიზმი შეუძლია მიიყვანოს სასიცოცხლო ნუტრიენტების დაკარგვამდე და გამოფიტვამდე.
არაჯანსაღი საკვების რაციონიდან სრულად ამოღება
დიეტის დროს არაჯანსაღი საკვების დოზის შემცირება აუცილებელია, რადგან ეს დადებითად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით მათ სრულად ამოღებაზე, რადგან არაჯანსაღ კვებას შეჩვეული ორგანიზმი მალე ატეხს განგაშს მათი ნაკლებობის გამო, რაც თქვენი დიეტის სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნის.
მასალის გამოყენების პირობები