ალბათ ყველას გაგვიგია, რომ ექვსის მერე არ უნდა მივირთვათ, მაგრამ ყველა რჩევას სულაც არაა ყურადსაღები.
ვახშამი აუცილებლად გვჭირდება, თუმცა მთავარი ისაა რას მივირთმევთ.
ორთქლზე ან გრილზე მომზადებული ქათმის ან ინდაურის ხორცი ნოყიერი და კალორიული ვახშამია. ის უზრუნველყოფს მშვიდ ძილს, რადგანაც თეთრი ხორცი შეიცავს ამინომჟავებს, რომლებიც ძილის განწყობას იმაზე მეტად გვიქმნის, ვიდრე ბალახეულის ჩაი. მთავარია არ გადავაჭარბოთ და არ ვჭამოთ 130 გრამზე მეტი, თანაც არავითარ შემთხვევაში შემწვარი ხორცი.
კვერცხის ჭამა ძალიან სასარგებლოა დილით, თუმცა ვახშმადაც გამოდგება, განსაკუთრებით ბოსტნეულთან ერთად. უკეთესი იქნება, თუ ცილას შევჭამთ, გულს კი დილისთვის გადავინახავთ.
სალათის ფოთლები, კიტრი ან წიწაკა-ისინი ყველა დაბალკალორიულიადა უჯრედისს შეიცავს. შეგიძლიათ მიირთვათ 200-250 გ. მწვანე ბოსტნეული. ამით ორგანიზმი მომარაგდება წყალში ხსნადი ვიტამინებით, რომლებიც ბოსტნეულშია და სასარგებლოც იქნება, რადგან უჯრედების ფორმირება ღამით ხდება.
რაც შეეხება წიწიბურას, როგორი სასარგებლოც არ უნდა იყოს, ნუ გავთამამდებით, თუმცა რამდენიმე კოვზი ცხიმის გარეშე სავსებით დასაშვებია.
ხაჭო უმჯობესია მივიღოთ ყოველგვარი დანამატების გარეშე-არც შაქარი, არც არაჟანი. ისიც 5%-იანზე მეტად ცხიმიანი სასურველი არ არის. ხაჭოს ბლინები კი დილისთვის შემოინახეთ.
მასალის გამოყენების პირობები