ამ სეზონზე ვაშლი იმდენად არომატული და წვნიანი აღარ არის და თუ ვინმეს შემორჩენილი გაქვთ ძველი მარაგი, უმჯობესია მისგან სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმი მოამზადოთ. ერთ-ერთი ასეთი დესერტის რეცეპტს შემოგთავაზებთ ახლა.
ვაშლის ღვეზელი მოხარშული კრემით – ეს არის სამფენიანი ნამცხვარი, რომელსაც საოცარი არომატი აქვს. მისი ჰაეროვანი ტექსტურა და ნაზი კრემი გულგრილს არავის დატოვებს.
ინგრედიენტები
- 370 მლ რძე
- 20 გ სიმინდის სახამებელი
- 3 ცალი კვერცხი
- 30 გ კარაქი
- ერთი ჩ. კ. გამაფხვიერებელი
- ერთი ს. კ. ზეთი
- 40 გ შაქარი
- ერთი მწიკვი მარილი
- 20 გ ვანილის შაქარი
- 250 გ ფქვილი
- ასი გ შაქარი
- 4 ცალი ვაშლი
მომზადება
- კრემის მოსამზადებლად შეურიე ერთმანეთს ერთი კვერცხი, 40 გშაქარი და სახამებელი. ათქვიფე კარგად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- ამ მასაში ჩაასხი 250 მლ რძე, კარგად მოურიე და დადგი დაბალ ცეცხლზე. ბუშტუკების გაჩენის შემდეგ ხარშე 1,5 წუთი. თან სულ ურიე.
- გადმოდგი ცეცხლიდან და დაამატე ათი გ ვანილის შაქარი, მწიკვი მარილი და კარაქი. კარგად ათქვიფე სათქვეფით.
- ცომის მოსამზადებლად კი დარჩენილი ორი კვერცხი შეურიე ას გ შაქარს და დაამატე ათი გ ვანილის შაქარი.
- მასა თქვიფე 3-4 წუთი, შემდეგ დაამატე 120 მლ რძე და ზეთი. ჩააცერი ფქვილი და გამაფხვიერებელი.
- ვაშლი გაფცქვენი, ამოაჭერი გული და დაჭერი პატარა ნაჭრებად. საცხობ ფორმას (22 -24 სმ დიამეტრით) წაუსვი ცხიმი და ქვედა ფენად დაალაგე ვაშლის ნაჭრები. მასზე კი მოათავსე ცომი.
- მოხარშული კრემი გადაიტანე საკონდიტრო ტომარაში. კრემი სპირალურად მოასხი ცომის ფენას ზემოდან. შედგი 180 გრადუს ტემპერატურაზე 35 -40 წუთით.
ნამცხვრის მზაობა შეამოწმე ხის ჩხირით. ცოტა რომ შეგრილდება, ღვეზელს ზემოდან მოაყარე შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით ჩაისთან ერთად და გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებს!