ჩანგლები ცივი და ძირითადი კერძისთვის თეფშის მარცხნივ იდება, ხოლო მარჯვენა მხარეს – დანა ცივი კერძისათვის, კოვზი წვნიანისთვის და დანა ძირითადი კერძისთვის.
თევზი თუ გაქვთ მენიუში, ჩვეულებრივი დანა-ჩანგლის მაგიერ მაგიდაზე თევზის სპეციალური დანა-ჩანგალი უნდა გააწყოთ, რომლითაც თევზის ფხებისგან გამორჩევა უფრო იოლია.
წვნიანის კოვზი მარჯვნივ იდება დანებს შორის.
ყავის/ჩაის კოვზი თეფშის ზემოთ უნდა განთავსდეს და მიმართული იყოს მარჯვნივ.
აქვე უნდა იყოს დესერტის ჩანგალი, მხოლოდ საპირისპირო მიმართულებით. უნაკლო თანმიმდევრობა და სიმეტრია გადამწყვეტია უნაკლო სუფრისათვის.
ბოლოს კი, დანა-ჩანგალი მაგიდის კიდიდან 1 სმ-ზე უნდა განლაგდეს. ვიწრო მაგიდის შემთხვევაში, დესერტის ჩანგალი და ყავის/ჩაის კოვზი შეგიძლიათ საერთოდ არ დადოთ და ისინი დესერტთან ერთად მიიტანოთ მაგიდაზე.