როგორ მოვამზადოთ ბუტერბროდის კარაქი
ბუტერბროდის კარაქი გამოგადგებათ იმ სიტუაციებშიც, როცა ახლოს არაა გაზქურა ან მზარეული. ისინი შეგიძლიათ წაიღოთ პიკნიკებსა და ლაშქრობებში და გამოადგებათ მათ, ვინც საუზმე გამოტოვა ან საღამოს კერძის მომზადება ეზარება.
გირჩევთ ის არა იყიდოთ, არამედ თავად დაამზადოთ, რადგანაც ამას ძალიან მარტივად შეძლებთ. მსგავსი წასახემსებელი საშუალება ძალიან დიდხანს ინახება. ამ მარტივი პროდუქტებით გემრიელ საკვებს უცებ გააკეთებთ და შესაფერისი მომენტებისთვის გადაინახავთ.
ინგრედიენტები: ნაღების კარაქი 200გ, კამა 80გ, ოხრახუში 80გ, ბულგარული წიწაკა 150გ. მდოგვი 2 ჩ.კ., მარილი, შავი პილპილი, მწვანე ხახვი, ნიორი
მომზადება
- მოათავსეთ კარაქი თბილ ადგილას დარბილებისთვის. ამ დროს გაასუფთავეთ ბულგარული წიწაკა თესლებისგან და დაჭერით წვრილ კუბიკებად. სილამაზისთვის შეგიძლიათ სხვადასხვა ფერის წიწაკა აიღოთ.
- ოხრახუში, კამა და ხახვი ძალიან წვრილად დაჭერით და აურიეთ დარბილებულ ნაღების კარაქთან ერთად. დაამატეთ შავი პილპილი, მარილი, ბულგარული წიწაკა, მდოგვი და ცოტა დაჭყლეტილი ნიორი.
- აურიეთ ყველა ინგრედიენტი და გადაიტანეთ მოხერხებულ ჭურჭელში. შეინახეთ მაცივარში 1 კვირის მანძილზე, რათა ყველა გემო შეითვისოს.
ძირითადად ათავსებენ ქილაში ან ინახავენ ძეხვის ფორმით. ამისათვის შეახვიეთ საკვებისთვის განკუთვნილ ქაღალდში, მიეცით შესაბამისი ფორმა და შეინახეთ მაცივარში. ასევე, ხანდახან ამატებენ ხიზილალას, სოკოს, საკმაზებს, ორაგულს…
https://www.bbc.co.uk/food/recipes
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi