ბლინები ყველას უყვარს, თუმცა ასეთი შესაძლოა ჯერ არც გაგისინჯავთ

0
57
#post_seo_title

ბლინები ყველა ადამიანისთვის უნივერსალური კერძია. თუ ცომის შემადგენლობას და შიგთავსს რამდენადმე შევცვლით, მივიღებთ მის გემრიელ ვარიაციებს. თუ გსურთ რაღაც განსაკუთრებული ბლინის მომზადება, ჩვენ დღეს შემოგთავაზებთ შოკოლადის ბლინების რეცეპტს.

ბლინები შეგიძლიათ მიირთვათ ბანანთან, ხაჭოსთან, ჯემთან ან არაჟანთან ერთად. ძალიან უხდება ზემოდან შოკოლადის მინანქარიც.

ინგრედიენტები

  • 300 გ ფქვილი
  • 3 ჭიქა რძე
  • 3 ცალი კვერცხი
  • ორი ს. კ. შაქარი
  • ორი ს. კ. კაკაო
  • ორი ს. კ. ზეთი
  • ერთი მწიკვი მარილი

მომზადება

  1. ათქვიფეთ კვერცხი შაქართან და მარილთან ერთად. შეგიძლიათ ბლენდერის გამოყენებაც.
  2. დაამატეთ ჯერ ერთი ჭიქა რძე და ისევ აურიეთ. ჩაამატეთ გაცრილი ფქვილი. ათქვიფეთ და შემდეგ დაამატეთ დარჩენილი რძე.
  3. ცომი გაყავით 2 ნაწილად. ერთ ნაწილს დაამატეთ კაკაოს ფხვნილი და კარგად აურიეთ.
  4. ცომიან ჭურჭელს დააფარეთ სამზარეულოს პარკი და შეინახეთ მაცივარში ორი საათით.
  5. ტაფაში ჩაასხით ზეთი და გააცხელეთ.
  6. ჩამჩით დაასხით შოკოლადის ცომი მთელ ტაფაზე. ჩაის კოვზით შეგიძლიათ დაამატოთ სხვა ფერის ცომი და მოხატოთ, რაც გნებავთ. შემდეგ გადააბრუნეთ ბლინი და შეწვით მეორე მხრიდანაც.

რაც მთავარია, შოკოლადის ბლინების მოსამზადებლად ზეთი გამოიყენეთ მხოლოდ პირველი ბლინის შეწვის წინ. შემდეგი დამატება საჭირო აღარ არის.

გემრიელად მიირთვით! რეცეპტი გაუზიარეთ მეგობრებს!

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

მასალის გამოყენების პირობები