1.3K
მასალის გამოყენების პირობები
მასალად საჭიროა :
კარაქი 300 გრამი,
შაქარი 400 გრამი,
კვერცხი 10 ცალი,
ლიმონი 1 ცალი,
ფქვილი 2 ჩ/ჭ,
ღვინო 150 გრამი,
ვანილის კრემი
300 გრამი კარაქი, 400 გრამი შაქარი და 10 კვერცხის გული ავთქვიფოთ გათეთრებამდე, ჩავაწუროთ ლიმონის წვენი და ჩავახეხოთ იმავე ლიმონის ქერქი. შევურიოთ ჯერ ერთი ჩაის ჭიქა ფქვილი, შემდეგ 10 კვერცხის თეთრად ათქვეფილი ცილა. კარგად აზელის შემდეგ ისევ ჩავუმატოთ 1 ჩაის ჭიქა ფქვილი. ეს ცომი თხელი უნდა იყოს. ჩავასხათ ცომი პატარა ყალიბებში და გამოვაცხოთ. როდესაც გამოცხვება, ზოგი სიგანეზე გავჭრათ და გადავუსვათ ვანილიანი კრემი, ზოგი კი ჩანგლით დავჩხვლიტოთ რამდენიმე ადგილას და ნაჩხვლეტებში ჩავასხათ ან ჩავაწვეთოთ კარგი ღვინო.