ბლინები მარტივად

0
71
#post_seo_title

ბლინები სხვადასხვა შიგთავსით ყველას გვიყვარს. თუმცა ხშირად თვითონ ბლინის გამოცხობა გვეზარება, რადგან საკმაო დრო სჭირდება. ჩვენ კი უკვე გვშია. 

ბლინები სომხური ლავაშით, რომელიც ნებისმიერი შიგთავსით ძალიან გემრიელი გამოდის – გაცილებით უფრო კნატუნა და დიეტურიც კია. ასეთი ბლინის გაყინვაც შეიძლება, რაც უფრო აიოლებს მომზადების პროცესს.

ბლინები მარტივად

ინგრედიენტები

  • 400 გ საქონლის ფარში
  • ნახევარი კონა კამა
  • სამი ცალი კვერცხი
  • ნახევარი ჩ. კ. მარილი
  • ერთი ცალი ხახვი
  • სამი ცალი სომხური ლავაში
  • 70 მლ რძე
  • შავი დაფქული პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. აიღე ერთი დიდი ან სამი პატარა ლავაში. დაჭერი ისინი ზოლებად. საქონლის ან ღორის ხორცი შეანელე გემოვნებით: დაამატე მას წვრილ სახეხზე გახეხილი ხახვი, დაჭრილი კამა, ცოტა მარილი და შავი პილპილი.
  2. დარბილების მიზნით ფარშში ჩაასხი ცოტა რძე და აურიე. ლავაშის ზოლებზე დადე ცოტ-ცოტა ფარში ისე, რომ ნაპირების გასწვრივ ადგილი დარჩეს.

ბლინები მარტივად

  1. ლავაშის ზოლები გადაახვიე სამკუთხედების სახით. ბლინის სისქე თავად დაარეგულირე. თუ უფრო მოცულობითი ზომის გსურს, სამკუთხედი გადაახვიე 2-3 ჯერ.
  2. მზა ბლინები ამოავლე კვერცხში და შეწვი ბლომად ზეთში, დაბალ ცეცხლზე , თითოეულ მხარეს – 2-3 წუთით.

ბლინები მარტივად

შემწვარი სამკუთხედები დაალაგე ქაღალდის ხელსახოცზე ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად. ძალიან უხდება კეტჩუპი ან მდოგვი.  ასევე შეგიძლია მოამზადო სოუსი -არაჟნის, ნივრისა და კამის კომბინაციით.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი სხვებსაც!

#drpkhakadze #pitskhelauri

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები