ნიგვზით შეზავებული ქართული კერძები ქართული სამზარეულოს მიგნებაა, მათ შორისაა ბაჟე – უნიკალური საწებელი, მოამზადეთ საახალწლო სუფრისთვის
ბაჟე საქართველოში უხსოვარი დროიდან არსებობს. მეგრული, იმერული და გურული სამზარეულოს შეუცვლელ ამ საწებელს ქართული საწებლების მეფედ მოიხსენიებენ.
დროთა განმავლობაში, სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის გარდა, ბაჟემ საქართველოს ყველა კუთხეში მოიკიდა ფეხი და რესტორნებსა და საოჯახო სასადილოებშიც გადაინაცვლა.
გთავაზობთ ბაჟეს ტრადიციულ რეცეპტს
დაგჭირდებათ: ნიგოზი – 400 გრ. ნიორი – 3 კბილი. ხმელი ქინძი – 1 ჩ/კ. ყვითელი ყვავილი – 1 ჩ/კ. უცხო სუნელი – 1 ჩ/კ. დაფქული წითელი პილპილი – 1 ჩ/კ.წყალი – 50 მლ. ძმარი (სურვილისამებრ) – 1 ს/კ. მარილი – გემოვნებით.
ზოგიერთ ოჯახში ახლაც შემორჩენილია ბაჟეს მომზადების ტრადიციული წესები. წინა თაობის აზრით, ნამდვილი ბაჟეს გემოს მისაღებად ნიგოზი აუცილებლად ქვასანაყში უნდა დაინაყოს და არა ხორცსაკეპ მანქანაში გატარდეს.
ნიგოზი ხელით ისე უნდა დაიჭყლიტოს, რომ ზეთი გამოუვიდეს. ის ცალკე ჭურჭელში უნდა ჩაასხა და გადაინახო. ნიგოზს გატარებული ნიორი, ძმარი და სანელებლები უნდა დაუმატო, 50 მლ ადუღებული და გაგრილებული წყალი შეურიო და კარგად აურიო. სასურველი სისქის საწებლის მისაღებად წყლის დამატება შესაძლებელია. ბოლოს საწებელს ნიგვზიდან გამოწურული გადანახული ზეთი უნდა მოასხა.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები