შაბათი, მარტი 29, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიპროდუქტები, რომლებიც წვავს ცხიმს და დაგეხმარებათ გახდომაში

პროდუქტები, რომლებიც წვავს ცხიმს და დაგეხმარებათ გახდომაში

არსებობს პროდუქტები, რომლებიც ორგანიზმის მიერ ცხიმის წვას აძლიერებს და გახდომის პროცესი უფრო ეფექტურად მიმდინარეობს.

პროდუქტები რომლებიც გახდომაში დაგეხმარებათ შენდეგია: ანანასი, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, – ანანასის გული. ანანასი საუკეთესო პარტნიორად ითვლება რამდენიმე ზედმეტი კილოგრამის დაკლების საქმეში. მაგრამ ბრომელაინი, რომელსაც “ცხიმების მჭამელი ენზიმის” სახელითაც მოიხსენებენ, გემრიელი ნაყოფში კი არა, მის გულშია თავმოყრილი, რომელსაც მირთმების დროს ვაჭრით, რადგან მაგარი და მომწაროა. ბრომელაინი შლის ცელულიტის ქსოვილებს და ზედმეტ ცხიმს გამოდევნის, რაც ორგანიზმის დეტოქსიკაციას უწყობს ხელს.

დარიჩინი დიეტური თვალსაზრისით არც ისე ცნობილია, არა და ბევრი სასარგებლო თვისება გააჩნია. ის სისხლში შაქრის დონეს ამცირებს, შესაბამისად ეს შაქარი აღარ ჩაილექება ორგანიზმში ცხიმის სახით. თანაც, დარიჩინით ადვილად შეგვიძლია ჩავანაცვლოთ შაქარი ჩაიში, ყავასა და იოგურტში/მაწონში, რაც კიდევ უფრო ამცირებს შაქრის მოხმარებას.

რაც არ უნდა გაგვიკვირდეს, ამ სიაში ბადრიჯანიც მოხვდა. ის დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს და ორგანიზმს ცხიმის გადამუშავებას უადვილებს. როდესაც ბადრიჯნის გასახდომ თვისებებზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია არც ნიგვზიან ბადრიჯანს ვგულისხმობთ და არც ტაფაზე ბლომად ზეთში შემწვარს. თუ გვსურს რომ მისი სიკეთით ბოლომდე ვისარგებლოთ, ბადრიჯანი უცხიმოდ უნდა მოვამზადოთ გრილზე ან ღუმელში, შემდეგ მცირეოდენი ზეითუნის ზეთით შევაზავოთ, სხვადასხვა მწვანილეულთან ერთად.

მწვანე ბოსტნეული, ტკბილი წიწაკა, ნიახურის ღერო, ბროკოლი, სალათი, კომბოსტო ანტიოქსიდანტებს შეიცავს და ცხიმების წვასაც უწყობს ხელს. მათი მიღება აუცილებელია, რათა ორგანიზმს ვიტამინები მივაწოდოთ, მავნე ნივთიერებები გამოვდევნოთ და ფორმაც შევინარჩუნოთ.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  ეს არის ერთი ძალიან ცუდი ამბავი, მაპატიეთ, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა – რის შესახებ საუბრობს გიორგი
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
რას ნიშნავს საათის ისრის მიმართულებით მოძრაობა და როგორ განისაზღვრა ის

რას ნიშნავს საათის ისრის მიმართულებით მოძრაობა და როგორ განისაზღვრა ის

28 მარტი 2025
იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

მარტი 28, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
პრადა ვერსაჩეს შეძენას გეგმავს? გაიგეთ დეტალები

პრადა ვერსაჩეს შეძენას გეგმავს? გაიგეთ დეტალები

მარტი 29, 2025
იტალიის საიდუმლო ტბები – კომოს უკეთესი ალტერნატივები ტურისტული ხმაურის გარეშე

იტალიის საიდუმლო ტბები – კომოს უკეთესი ალტერნატივები ტურისტული ხმაურის გარეშე

28 მარტი 2025
130 წლის შემდეგ „ნავარელი ქალი“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ბრუნდება

130 წლის შემდეგ „ნავარელი ქალი“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ბრუნდება

მარტი 29, 2025
საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა — რა ცვლილებები გველოდება საბანკო სფეროში

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა — რა ცვლილებები გველოდება საბანკო სფეროში

მარტი 29, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები