ქათმის ფილმე პომიდორითა და ყველით

0
58
#post_seo_title

გამომცხვარი ქათმის ფილე –ძალიან გემრიელი კერძია, რომელიც ბევრს მოსწონს. სამწუხაროდ, ყოველთვის ისეთი არ გამოდის, როგორიც საჭიროა. მაგრამ, ერთმა მზარეულმა მშვენიერი რეცეპტი მოიფიქრა, რომლის დახმარებითაც ხორცი წვნიანი გამოდის და მას “ზებრა” დაარქვა.

ქათმის ფილე და მისი საიდუმლო იმაშია, რომ ქათმის ფილის ან გულის ჭრილში პომიდორი თავსდება. ისინი წვენს გამოყოფენ და ხორცი პირში მოხვედრისას სასიამოვნოდ დნება.

ქათმის ფილმე პომიდორითა და ყველით

ინგრედიენტები: ქათმის ფილე 500გ, ყველი 200გ, პომიდორი 2 ც, არაჟანი 50მლ, ნიორი 3 კბილი, სოიოს სოუსი 50მლ, ოხრახუში, მარილი
მომზადება: აურიეთ სოიოს სოუსი დაჭრილ ოხრახუშთან და დაჭყლეტილ ნიორთან ერთად. დაალბეთ ხორცი ნახევარი საათით.
დაჭერით ყველი ნაჭრებად, პომიდორი წრეებად. არაჟანი აურიეთ ნიორთან.
ფილის თითოეული ნაჭერი 3-ჯერ გაჭერით. ჭრებში მოათავსეთ ყველი და პომიდორი. მაღლა დაადეთ არაჟნისა და ნივრის ნაზავი.

ქათმის ფილმე პომიდორითა და ყველით

წაუსვით გაზქურის ლანგარს მცენარეული ზეთი. მოათავსეთ მასზე ფილე.
გამოაცხვეთ 200გრადუს ტემპერატურაზე 30-40 წუთით.

ყველაფერი მარტივად და სწრაფად ხდება და საოცარ შედეგს მიიღებთ.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები