როგორ მოვამზადოთ ხაჭოს რულეტი ტაფაზე

0
21
#post_seo_title

საუზმის მოფიქრება ყოველთვის პრობლემურია, რადგან ოჯახის ყველა წევრს განსხვავებული კერძი სურს. თუმცა სრულყოფილი საუზმობა ყოველთვის მიზანშეწონილია და ასეთ დროს დაგეხმარებათ ხაჭოს რულეტი ჯემით. ის ყველას მოეწონება – ბავშვებსაც და მოზრდილებსაც

ეს ნუგბარი შედგება სასარგებლო პროდუქტებისგან – ხაჭოსა და სხვადასხვა ხილის ჯემისგან. შაქრის რაოდენობის დარეგულირება კი თავადაც შეგიძლიათ. თავად რულეტს ორიოდ კოვზი შაქარიც კი ეყოფა.

როგორ მოვამზადოთ ხაჭოს რულეტი ტაფაზე

ინგრედიენტები

  • 180 გ ხაჭო
  • 3 ცალი კვერცხი
  • 2 ს. კ. შაქარი
  • 2 ს. კ. ფქვილი
  • 1 ს. კ. ზეთი
  • 1 ჩ. კ. გამაფხვიერებელი
  • გარგარის ან სხვა ხილის ჯემი – გემოვნებით

მომზადება

1. რულეტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 9% ცხიმიანობის მქონე ხაჭო. ჩააგდეთ ის ბლენდერის ჭურჭელში, იქვე ჩაახალეთ კვერცხი და დაამატეთ შაქარი. ყველაფერი შეურიეთ ერთმანეთს ათქვეფით.

2. კეთების პროცესში დაამატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და ზეთი. ცომი მიიყვანეთ ერთგვაროვან კონსისტენციამდე. გაყავით იგი ორ თანაბარ ნაწილად და რიგ-რიგობით მოამზადეთ 25 სმ დიამეტრის მქონე გახურებულ ტაფაზე.

როგორ მოვამზადოთ ხაჭოს რულეტი ტაფაზე

3. ტაფას ზეთი წინასწარ წაუსვით. ცომი მოამზადეთ ორივე მხარეს 2-2 წუთით, დაბალ ცეცხლზე, თავდახურულში. როცა პირველი ფირფიტა მზად იქნება, გადაიტანეთ ის პერგამენტის ქაღალდზე.

4. ფირფიტას დააფარეთ ჩაის ტილო, რათა არ გამოშრეს. დააცადეთ 5 წუთი და შემდეგ წაუსვით ჯემი. ცომი გამოდის ძალიან რბილი.

5. ფირფიტები გადაახვიეთ 2 რულეტის სახით. ისინი შეინარჩუნებს ფორმას, ამიტომ შეგიძლიათ მაშინვე დაჭრათ და მიიტანოთ სუფრასთან. სურვილის მიხედვით, ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრა.

როგორ მოვამზადოთ ხაჭოს რულეტი ტაფაზე

ასე სწრაფად მომზადებული ხაჭოს რულეტი უხდება არამარტო საუზმეს, არამედ ვახშამსაც და ხემსსაც. შიგთავსის სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე შოკოლადის პასტა ან კრემ-ყველი.

იმედი გვაქვს, ეს უიოლესი რეცეპტი მოგეწონებათ!

გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც.

მასალის გამოყენების პირობები