ის თქვენს რჩეულს აუცილებლად მოეწონება

0
21
#post_seo_title

ყველას სურს თავისი მეორე ნახევრისა თუ შეყვარებულის გახარება. ამ მიზნით საუკეთესო იქნება საკუთარი ხელით მომზადებული საჩუქარი. ერთ-ერთი ასეთი კი შეიძლება იყოს კექსი, რომელსაც შიგნით გული აქვს – ე. წ. ,,ორფეროვანი კექსი”. დარწმუნებულები იყავით, რომ ის თქვენს რჩეულს ძალიან მოეწონება.

ინგრედიენტები

  • 8 ცალი კვერცხი
  • 375 გ შაქარი
  • 375 გ კარაქი
  • 355 გ ფქვილი
  • 1,5 ჩ. კ. გამაფხვიერებელი
  • 2 ჩ. კ. ვანილის ექსტრაქტი
  • ნახევარი ჩ. კ. საკვები საღებავი
  • 2 ს. კ. რძე
  • 70 გ კაკაოს ფხვნილი
  • 300 გ შავი შოკოლადი

მომზადება

  1. შეურიეთ ერთმანეთს სამი კვერცხი, 175 გ შაქარი, 175 გ გამდნარი კარაქი, 175 გ ფქვილი, ნახევარი ჩ. კ. გამაფხვიერებელი და 1 ჩ. კ. ვანილის ექსტრაქტი. ათქვიფეთ მიქსერით. დაამატეთ წითელი საღებავი და კარგად აურიეთ. მიღებული ცომი გადაიტანეთ პატარა ფორმაში და შედგით 25 წუთით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში.
  2. ამასობაში ერთმანეთს შეურიეთ დარჩენილი შაქარი, კვერცხი, ფქვილი, გამდნარი კარაქი, გამაფხვიერებელი და ვანილის ექსტრაქტი. დაამატეთ კაკაოს ფხვნილი და რძე. შოკოლადის ცომი ათქვიფეთ მიქსერით.
  3. წითელი ბისკვიტი დაჭერით და მათგან ამოჭერით გულები სპეციალური ფორმების დახმარებით.
  4. შოკოლადის ცომის ნახევარი ჩაასხით საცხობ ფორმაში და ჩადეთ მასში ბისკვიტის წითელი გულები. დაასხით ცომის მეორე ნახევარი. მოასწორეთ და გამოაცხეთ ისევ 25 წუთით 180 გრადუსზე. კექსს ზემოდან მოასხით გამდნარი შოკოლადი.

გირჩევთ შეარჩიოთ მუქი შოკოლადი, რადგან რძიანი უფრო ტკბილი და კალორიულია. გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

 

მასალის გამოყენების პირობები