ქათმის ხორცი არაჟანით

0
211
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

ყველა გამოცდილმა კულინარმა იცის, რომ ქათმის ხორცი არაჟნს იდეალურად ერწყმის.

ქათმის ხორცი ჯერ უნდა შეიწვას, შემდეგ კი მოიშუშოს არაჟნის სოუსში. გამოდგება როგორც მთლიანი ქათამი, ასევე მხოლოდ მკერდის ნაწილი ან ბარკლები – გემოვნების მიხედვით.

ინგრედიენტები

  • ერთი კგ ქათამი
  • 3 თავი ხახვი
  • 200 გ არაჟანი
  • 300 მლ წყალი
  • მარილი და შავი დაფქული პილპილი გემოვნებით
  • ზეთი საჭიროების მიხედვით

მომზადება

  1. ქათმის ნაჭრები გარეცხე, შეაშრე და გააცალე კანი.
  2. თითოეული ნაჭერი ჩასერე, შეაზილე მარილი, პილპილი და ზეთი. დატოვე ოთახის ტემპერატურაზე 20 წუთი დასამარინადებლად.
  1. ამ დროის განმავლობაში ხახვი გაფცქვენი და დაჭერი მეოთხედ რგოლებად.
  2. კარგად გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე შეწვი ქათმის ნაჭრები მაღალ ცეცხლზე ორივე მხრიდან, ოქროსფერის მიღებამდე.

ქათმის ხორცი არაჟანით | შენი სუფრა

  1. ხორცის ნაჭრები ამოიღე და იგივე ტაფაში შეწვი ხახვი ოქრისფრამდე.

ქათმის ხორცი არაჟანით | შენი სუფრა

  1. ჩაამატე არაჟანი და ცხელი წყალი. მიიყვანე ადუღებამდე. დაამატე მარილი და ჩაყარე მასში ქათმის ნაჭრები. შუშე თავდახურულში 20 წუთი.

ქათმის ხორცი არაჟანით | შენი სუფრა

ყველაზე მეტად ქათამი არაჟნით უხდება კარტოფილის პიურეს, ასევე მაკარონს და სხვადასხვა მოთუშულ ბოსტნეულს. კერძები გამოდის ძალიან არომატული და ამავე დროს, ჯანსაღი.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებს!

READ  ეს ინგრედიენტები ზედმეტია ფარშისთვის. სცადეთ ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყებთ ჩვეულ რეცეპტს.