უმი კომბოსტოს გემრიელი სალათა კვერცხისა და მდოგვის სოუსით

0
21
#post_seo_title

ჩვეულებრივი თეთრი კომბოსტო საკმაოდ პოპულარული ბოსტნეულია. გარდა იმისა, რომ ის მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, ამ პროდუქტისგან უამრავი კერძის მომზადებაა შესაძლებელი. უმი სახით თეთრი კომბოსტო კიდევ უფრო სასარგებლო და მეტად გემრიელიცაა. მისი სალათები ჯანსაღი კვების შემადგენელი ნაწილია.

ინგრედიენტები

  • 250 გ კომბოსტო
  • ორი ცალი კიტრი
  • ერთი კონა კამა
  • ერთი ჩ. კ. მდოგვი
  • ერთი ჩ. კ. სოიოს სოუსი
  • ორი ცალი კვერცხი
  • ერთი კონა ოხრახუში
  • 3 ს. კ. ზეთი
  • ორი ს. კ. არაჟანი
  • ერთი მწიკვი პაპრიკა
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. კვერცხი მოხარშე 8 -10 წუთის განმავლობაში. გადაიტანე ცივ წყალში და გაფცქვენი.
  2. დიდ ჯამში დაჭერი კომბოსტო თხლად.

უმი კომბოსტოს გემრიელი სალათა კვერცხისა და მდოგვის სოუსით

  1. დაჭერი კიტრი და მწვანილიც, ჩაყარე კომბოსტოსთან ერთად.

უმი კომბოსტოს გემრიელი სალათა კვერცხისა და მდოგვის სოუსით

  1. კვერცხის გული და ცილა გააცალკევე. ცილა დაჭერი წვრილად და მიამატე კომბოსტოს.

უმი კომბოსტოს გემრიელი სალათა კვერცხისა და მდოგვის სოუსით

  1. ცალკე მოამზადე სოუსი. კვერცხის გული ჩაჭყლიტე ჩანგლით, დაამატე მდოგვი, სოიოს სოუსი, არაჟანი, ზეთი, პაპრიკა და მარილი. აურიე.

უმი კომბოსტოს გემრიელი სალათა კვერცხისა და მდოგვის სოუსით

  1. სალათას მოაყარე მარილი და შეაზავე სოუსით. კარგად აურიე და შედგი მაცივარში.

უმი კომბოსტოს გემრიელი სალათა კვერცხისა და მდოგვის სოუსით

უგემრიელესი სალათა მზად არის! თქვენ როგორ ამზადებთ კომბოსტოს სალათას. განსხვავებული რეცეპტები მოგვწერეთ კომენტარებში.

ეს რეცეპტი კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს სოცქსელებით!

მასალის გამოყენების პირობები