შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: აი როგორ შევწვათ კარტოფილი იდეალურად. ერთმანეთს არასოდეს ეწებება.
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
რეცეპტი

აი როგორ შევწვათ კარტოფილი იდეალურად. ერთმანეთს არასოდეს ეწებება.

აი როგორ შევწვათ კარტოფილი იდეალურად. ერთმანეთს არასოდეს ეწებება.
#post_seo_title
ნინო ბერიძე
ავტორი
ნინო ბერიძე
გამოქვეყნებული: ივლისი 24, 2026
გაზიარება
გაზიარება

თითქოს კარტოფილის შეწვა ყველაზე მარტივი საქმეა: გათალე, დაჭერი, ტაფაზე მოათავსე და დაუცადე. მაგრამ, ხშირად ის იწვება, ტაფას ეკრობა, მაგარი რჩება ან პირიქით, ძალიან იფლაშება.

როგორ გავექცეთ ამ პრობლემებს და ნამდვილად გემრიელი, ნაზი და ოქროსფერი კარტოფილი შევწვათ? გამოცდილი დიასახლისები კულინარიულ ხრიკებს გივზიარებენ.

როგორ შევწვათ კარტოფილი იდეალურად

სახეობა
ყველა კარტოფილი შეწვისთვის არაა. დიდი რაოდენობით სახამებლის შემცველი სჯობს პიურესთვის გამოიყენოთ. გამოცდილი მზარეულები კარტოფილის შეწვისთვის წითელ ან ყვითელ ქერქს ირჩევენ.

თეთრი სახეობები დაჭრის შემდეგ სწრაფად შავდებიან. აირჩიეთ დიდი ზომის კარტოფილი მკვრივი ქერქით. მწვანე ქერქით არ იყიდოთ! ის სოლანინს შეიცავს, რაც ხანდახან გულის არევას იწვევს.

ტაფა
კარტოფილს იდეალურად ყველა ტაფაზე ვერ შეწვავთ. ოპტიმალური ვარიანტია თუჯის, რომელიც ფართოა და სითბოს დიდხანს ინარჩუნებს. თანამედროვე მოდელებიდან “WOK” გამოგადგებათ, რომელსაც ნახევარსფეროს ფორმა აქვს. ასეთი ტაფა მალე ცხელდება, დიდ ნაჭრებსაც კარგად წვავს და ზეთის ეკონომიას სწევს.

დაჭრა
კარტოფილის ნაჭრები ნებისმიერი ფორმის შეიძლება იყოს. გრძელი, ოთკუთხედი ფორმები შემწვარ ხორცთან ან თევზთან მშვენივრად გამოიყურება. ფრის ფორმის კატლეტებთან. მთავარია, ნაჭრები ერთი ზომის და ფორმის იყოს, რადგანაც სხვა შემთხვევაში პატარები დიდებზე მალე შეიწვებიან.

თუ გსურთ, რომ ხრაშუნა გამოგივიდეთ, შეწვის შემდეგ ცივი წყლით გარეცხეთ, რათა ზედმეტი საფუარი მოაშოროთ. ამის შემდეგ, ქაღალდის ხელსახოცით გააშრეთ.

ზეთი
გამოგადგებათ ნებისმიერი მცენარეული რაფინირებული ზეთი. ის მაღალ ტემპერატურას უძლებს და კარტოფილის გემოს არ ცვლის. სალაში ან ქონში შემწვარი კარტოფილი უფრო ნოყიერი გამოდის, მაგრამ არომატი და გემო იცვლება, რაც ყველას არ მოსწონს.

შეწვამდე, ზეთი კარგად უნდა გაცხელდეს/ ნაღების კარაქი შეგიძლიათ ბოლოში დაამატოთ, გემოს გაძლიერებისთვის.

შეწვა
როცა ზეთი გაცხელდება, ოდნავ დაუწიეთ ცეცხლს და დაიწყეთ კარტოფილის შეწვა. მოათავსეთ ტაფაზე თანაბარ ფენად. არაა საჭირო მთლიანი ტაფა შეავსოთ, სჯობს რამდენიმე ნაკადად შეწვათ

თვდაპირველად, არ აურიოთ ნაჭრები. არ დაახუროთ თავზე. ზომიერად ძლიერ ცეცხლზე 5-7 წთ შეწვით, სანამ ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს, შემდეგ ფრთხილად ამოატრიალეთ.

READ  პოლონური არომატული კექსი “მაზურკა”.

კიდევ 5 წთ შეწვით, შემდეგ ისევ გადაატრიალეთ. გაიმეორეთ პროცედურა რამდენჯერზე, სანამ ყველა მხრიდან გემრიელი შეფერილობა არ ექნება. შუაში ერთი ნაჭერი გატეხეთ. თუ ეს მსუბუქად გამოგივიდათ, ესეიგი დროა გადმოიღოთ.

შეწვის საერთო დრო ტაფაზე, სახეობაზე და გაზქურაზეა დამოკიდებული. საშუალო ცეცხლზე 20-25 წთ სჭირდება. წვის დასრულებამდე 3-4 წუთით ადრე, რბილი კარტოფილის მოყვარულებმა ტაფას თავსახური უნდა დააფარონ.

სხვა ინგრედიენტების დამატება
საკმაზებად შეგიძლიათ დაამატოთ ხახვი, წითელი და შავი დაფქული წიწაკა, ნიორი, კამა, ოხრახუში… უნდა იცოდეთ რა ეტაპზე დაუმატოთ ისინი. მაგალითად, თუ ხახვს ეგრევე დააყრით, მალე დაიწვება.

სჯობს ის ცალკე ტაფაზე შეწვათ და კარტოფილს წვის დასრულებამდე 4/5 წუთით ადრე დაუმატოთ. გემოს გაძლიერებისთვის წვის დასრულებამდე 2 წუთით ადრე შეგიძლიათ ტაფაზე ნაღების კარაქის კუბიკიც დააგდოთ.

მარილი
კერძის არ დაამარილოთ წვის დასრულებამდე 5-7-წუთი სანამ არ დარჩება. რატომ არ უდნა ქნათ ეს მაშინვე? მარილი ნალექს იწვევს და თუ მშრალ კარტოფილს დააყრით, ის დასველდება და ტაფას მიეკრობა.

FacebookTwitter

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

30 წლის ვარ, გამოცდილი მზარეული და ეს პირველად გავიგე.
ბევრად მსუბუქია და გემრიელი, ვიდრე სხვა კრემები.
ლეგენდარული “კიევური ტორტი”, მისი გემოს დავიწყება შეუძლებელია.
ზაფხულის ცხელ დღეებში ხილით მომზადებული დესერტებით გაგრილება ნამდვილად სასიამოვნოა, მითუმეტეს თუ მარტივად და სწრაფად მზადდება. უბრალოდ მოიმარაგეთ მარწყვი. აი რეცეპტი
სწრაფი ლავაშის ღვეზელი ხაჭოთი – 40 წუთში მზა!
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
ავტორინინო ბერიძე
ჟურნალისტი — ჯანსაღი კვება და კვების მეცნიერება. აშუქებს დიეტებს, პროდუქტების სარგებელს, კვების უსაფრთხოებასა და ექიმების რეკომენდაციებს.
წინა სტატია დესერტი რომელიც ყველა გემოვნებას დააკმაყოფილებს სამარხვო ტორტი ფორთოხლის კრემით.
შემდეგი სტატია მომზადებისა და ინგრედიენტების სიმარტივის მიუხედავად, კერძი ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება. მომზადებისა და ინგრედიენტების სიმარტივის მიუხედავად, კერძი ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება.

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?