1.8K
ტკბილეული მოამზადეთ თავად!
ტკბილეული ბევრი ჩვენგანის განუყოფელი ნაწილია, ბავშვები კი განსაკუთრებით არიან მისი მოყვარული, თუ სახლში მოამზადებთ ამით მაქსიმალურად შეამცირებთ მავნე პროდუქტების მოხმარებას, გთავაზობთ უგემრიელესი ტკბილეულის რეცეპტს, რომელიც საკონდიტროში ნაყიდს არაფრით ჩამოუვარდება.
მასალა: ნიგოზი 150 გრამი. შაქრის პუდრა 150 გრამი. კვერცხი 1 ცალი, შოკოლადი 150 გრამი. წყალი 2 ს/კ
მომზადება
ნიგოზი გავატაროთ ხორცსაკეპში, დავაყაროთ შაქრის პუდრა და ავურიოთ კვერცხის ცილაში. გავაკეთოთ პატარა ბურთები.
ცხელ წყალში გავხსნათ შოკოლადი, დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ, სანამ კარგად არ შესქელდება.
გადმოვდგათ ცეცხლიდან, ამოვავლოთ თითოეული ბურთულა შოკოლადში, მაშინვე შაქრის ფხვნილში და დავალაგოთ პერგამენტგადაფარებულ თუნუქის ფურცელზე. შევდგათ დაბალ ცეცხლზე გახურებულ ღუმელში ათი წუთით და გამოვიღოთ. გემრიელად მიირთვით!
#drpkhakadze#გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით
ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkim