ცნობილი ქართველი შეფ მზარეული გურამ ბაღდოშვილი იდოეთშია
28 -29 ივნისს ბაღდოშვილი ბანგალურუში იმყოფებოდა, სადაც პირველი ქართული ვახშამი გაიმართა – სასტუმრო ,,ლეელა პალასში.”
3 ივლისს შეფი ეწვია ნიუ დელის და ,,ლე კორდონ ბლუს” კულინარიულ სასწავლებელში ჩაატარა ქართული სამზარეულოს მასტერკლასი, რომელშიც სამი ქართული კერძი შედიოდა: ფხალი, მზე პური და ქათმის შქმერული.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ქართული კერძები მომზადდა მსოფლიოს საუკეთესო კულინარიულ სკოლაში.
5 და 6 ივლისს შეფი ვახშამს მოამზადებს სასტუმრო JW marriott- ში. ვახშამს 120 ადამიანი დაესწრება.
ცნობისთვის შეფ გურამ ბაღდოშვილმა კულინარიული კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო. შემდეგ იყო მოსკოვი, პეტერბურგი. ბოლოს, ბელგიის გავლით პორტუგალიაში მოხვდა, სადაც იპოვა მეორე სამშობლო. 12 წელი სწორედ პორტუგალიაში მოღვაწეობდა. აინტერესებს მაღალი სამზარეულო, მოლეკულური კულინარია. მისთვის კულინარია კომუნიკაციაა.
შეფ გურამ ბაღდოშვილი ქართულ გასტრონომიას პოპულარიზაციას უწევს როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ”
შეფს აქვს მიშლენის 3 ვარსკვლავის მფლობელ რესტორანში მუშაობის გამოცდილება. ისეთ რესტორნებში, მსოფლიოს საუკეთესო სამეულში რომ შედის და აქ მოხვედრა ბევრი მზარეულის ოცნებაა. სწორედ მან შექმნა საქართველოში საავტორო გასტრონომია და რესტორნების ქსელ „ჩვენის“ სახელით, თბილისში, ბაკურიანსა და გუდაურში ქართულ გასტრონომიას, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის განვითარებას ხელს უწყობს.
მასალის გამოყენების პირობები