ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიმოამზადეთ უგემრიელესი ვაშლის ბლინები

მოამზადეთ უგემრიელესი ვაშლის ბლინები

ინგრედიენტები:

  • 400 გრ ფქვილი
  • 50 გრ საფუარი
  •  2 ს.კ ზეთი
  • 3-5 ც ვაშლი
  • მარილი-გემოვნებით
  • 2 ს.კ შაქარი
  • ნახევარი ჭიქა შაქარი

მომზადების მეთოდი:

საფუარი გავხსნათ თბილ წყალში, დავაყაროთ ფქვილის ნახევარი, მოვზილოთ ცომი და დავდგათ თბილ ადგილას. როცა ცომი ამოვა, ჩავასხათ ზეთი, მოვაყაროთ მარილი, შაქარი, დარჩენილი ფქვილი, კიდევ მოვზილოთ და დავაცადოთ ამოფუება. ვაშლები გავრეცხოთ, გაცფცქვნათ, გავხეხოთ, მოვაყაროთ ცოტა შაქარი და შევურიოთ ცომს. კოვზით დავსვათ ზეთიან ცხელ ტაფაზე ვაშლიანი ბლინები და შევწვათ ორივე მხრიდან.

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  წაბლი - მისი სასარგებლო თვისებების შესახებ, რა უნდა ვიცოდეთ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები