ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიმოამზადეთ უგემრიელესი ტარხუნის ღვეზელი

მოამზადეთ უგემრიელესი ტარხუნის ღვეზელი

ინგრედიენტები:
ცომისთვის:
  • მაწონი – 400-500 გ
  • კვერცხი – 1 ცალი
  • გამდნარი მარგარინი – 200 გ
  • პურის ფქვილი – შესაზელად
  • სოდა – 1 ჩ/კ
შიგთავსისთვის:
  • ტარხუნა – 200 გ
  • კვერცხი – 4 ცალი
  • ხახვი – 4 ცალი
  • მარილი და პილპილი – გემოვნებით

მომზადების მეთოდი:

1 ქილა მაწონში, 1 ც კვერცხსა და 200 გრ გამდნარ მარგარინში, შეაზილეთ პურის ფქვილი, რომ მიიღოთ რბილი ცომი. ზელის პერიოდში შეაზილეთ 1ჩ.კ სოდა. ცომი გაყავით  ორ ნაწილად, გააბრტყელეთ ერთი ფენა  დადეთ ფქვილმოყრილ თუნუქის ფირფიტაზე, მოაყარეთ გული, დააფარეთ ცომის მეორე ფენა, შემოუკეცეთ გვერდები,

გამოაცხვეთ აირღუმელში საშუალო ცეცხლზე.

გულსართი:

დაჭერით წვრილად 200 გრ ტარხუნა, 4 ც მაგრად მოხარშული კვერცხი, დაუმატეთ ცხიმში მოშუშული, წვრილად დაჭრილი 4 ც ხახვი, შავი პილპილი,მარილი.

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  გიორგი ფხაკაძე დედას და ბებიებს იხსენებს – „ჩვენი დედები, ბებიები არიან ჩვენი საგანძური“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები