შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: ჩურჩხელა – ქართული სამზარეულოს გამორჩეული ნუგბარი
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კერძებისიახლეებიქართული სამზარეულოჯანსაღი კვება

ჩურჩხელა – ქართული სამზარეულოს გამორჩეული ნუგბარი

ჩურჩხელა - ქართული სამზარეულოს გამორჩეული ნუგბარი
ანა ჭელიძე
ავტორი
ანა ჭელიძე
გამოქვეყნებული: ნოემბერი 6, 2025
გაზიარება
გაზიარება

ქართული სამზარეულოს უნიკალურობა არა მხოლოდ მთავარ კერძებში, არამედ გამორჩეულ და განსაკუთრებულ ტკბილეულშიც გამოიხატება. სწორედ ასეთი ქართული ნუგბარია ჩურჩხელა.

რაში იყენებდნენ ჩურჩხელას საუკუნეების წინათ?

შეიძლება ითქვას, რომ ძველ დროში ჩურჩხელა ერთ-ერთი „სტრატეგიული ტკბილეული“ იყო, რადგან ის მეომრებს ომში მიჰქონდათ. გარდა იმისა, რომ ჩურჩხელა დამანაყრებელია, მას ბევრი სასარგებლო თვისება აქვს, დიდხანსაც ინახება და განსაკუთრებულ პირობებში შენახვაც არ სჭირდება.

ჩურჩხელას, როგორც არქეოლოგიური გათხრებიდან ჩანს, უძველესი დროიდან ამზადებდნენ საქართველოში. აღმოჩენილია თიხის სპეციალური ჭურჭელი, რომელსაც  შესანახადაც იყენებდნენ და ტრანსპორტირებისთვისაც.

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

რისგან შედგება ჩურჩხელა?

ჩურჩხელა არის თათარაში – ყურძნის ბადაგის ფაფაში რამდენჯერმე ამოვლებული ნიგვზის აცმა. ყველაზე პოპულარული კახური ჩურჩხელაა, რომელსაც შიგნით მთელ-მთელი ნიგვზის ლებნები აქვს და ხშირად „კუკრუჭანასაც“ უწოდებენ. 

ჩურჩხელისგან განსხვავებით, ჯანჯუხა, რომელსაც დასავლეთ საქართველოში ამზადებენ, უფრო თხელია, მზადდება თხილისგან და დასავლური ფელამუშისაგან, ხშირად – ჩირეულით ან გოგრის თესლითაც.

ისევე, როგორც მთელ საქართველოში, ჩურჩხელას კახეთშიც რთვლის შემდეგ ავლებენ, როცა ყურძენი დაიწურება და წვენი დამაჭრდება.

ინგრედიენტები და მომზადების წესი

- Advertisement -
Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.

შუა ცეცხლზე შემოდგმულ ქვაბში ბადაგს ასხამენ, შემთბარს ნელ-ნელა პურის ფქვილს უმატებენ და გამუდმებით ურევენ. როცა შესქელდება, ერთი კვირით ადრე, წინასწარ ძაფზე ასხმულ ნიგვზის ლებნებს გამოიტანენ და ჩურჩხელის ამოვლებაც იწყება. 

ნიგვზიან ასხმულას ცხელ თათარაში ჩადებენ, კარგად ამოავლებენ და შეიძლება ეს პროცესი ორჯერ ან სამჯერაც გაიმეორონ. როცა ამოიღებენ, ჯოხზე გაკიდებენ, რათა ჰაერი და მზე კარგად მოხვდეს. მას შემდეგ, რაც ჩურჩხელა კარგად გამოშრება, ჩამოხსნიან, თეთრ ნაჭერში გადაახვევენ და მშრალ ადგილას შეინახავენ.

ჯანჯუხა

ჯანჯუხას, როგორც მას დასავლეთ საქართველოში ეძახიან, მომზადების განსხვავებული წესი აქვს. გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში ჯანჯუხის გულად ძირითადად მოხალული თხილი გამოიყენება, ბადაგს კი სიმინდის ფქვილით ხარშავენ. მას ფელამუში ჰქვია. ფელამუშში ამოვლებული ჯანჯუხა პირველი ამოვლების შემდეგ, დაახლოებით ათ დღეში, კიდევ ერთხელ უნდა ამოივლოს და მხოლოდ ამის შემდეგ გაშრეს. 

READ  გამომცხვარი ლობიო ბერძნულად

რაჭაში ჩურჩხელის გულსართად ხშირად ჩირსა და გოგრის თესლსაც იყენებენ. მოხალულ გოგრის თესლს აქ რაჭველი თავადის პატივსაცემად „წერეთლის მწვადსაც“ ეძახიან.

 

 

წყარო

 

 

 

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

იხილეთ ასევე

  • დაბალანსებული კვება: ჯანსაღი ცხოვრების საფუძველი
  • კომბოსტოს კატლეტები – ვეგეტარიანული ალტერნატივა ხორცისა
  • ჯანსაღი მწვანე საუზმე – სმუზი ,,შენისუფრასგან”
  • ქლიავი – რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ
  • Როგორ ამოვიცნოთ ნამდვილი თაფლი
FacebookTwitter

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

დიეტოლოგმა მიმასპინძლდა ამ ნამცხვრებით. გული არ დაგწყდეთ, შეგიძლიათ მიირთვათ! აქ იდეალური შემადგენლობაა!
Მივირთვათ თუ არა საღამოს, 6 საათის შემდეგ
ყურძენი – მისი სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
წიწიბურის ფქვილის მითები წონის დაკლების შესახებ – რა არის რეალობა?
Ხარჩო საქონლის ხორცით
TAGGED:დესერტიტკბილეულიტრადიციული რეცეპტებიქართული კერძებიქართული სამზარეულო
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
ავტორიანა ჭელიძე
ჟურნალისტი — ღვინო, სასმელები და სამზარეულოს დიზაინი. წერს ქართულ ღვინოზე, ყავასა და ჩაიზე, სამზარეულოს ხელსაწყოებსა და აქსესუარებზე.
წინა სტატია ორთქლზე მომზადებული თაფლაკვერები ორთქლზე მომზადებული თაფლაკვერები
შემდეგი სტატია გლინტვეინი -ზამთრის სასმელი გლინტვეინი -ზამთრის სასმელი
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?