შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: გაგაცნობთ ყალიის წარმომავლობასა და მისი მომზადების მეთოდს
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კერძებისიახლეებისხვა-ამბებიქართული სამზარეულო

გაგაცნობთ ყალიის წარმომავლობასა და მისი მომზადების მეთოდს

გაგაცნობთ ყალიის წარმომავლობასა და მისი მომზადების მეთოდს
#post_seo_title
ნინო ბერიძე
ავტორი
ნინო ბერიძე
გამოქვეყნებული: ივლისი 31, 2026
გაზიარება
გაზიარება

ევროპა-აზიის გზაგასაყარზე მყოფი საქართველო უცხოური კულტურებისგან საუკუნეების განმავლობაში სწავლობდა ბევრ საინტერესოს, ავითარებდა და თავისას ქმნიდა.

Contents
  • ამ პროცესს ვერც ეროვნული კულინარია აუვლიდა გვერდს, ამიტომ ქართულ სამზარეულოში ხან ევროპიდან შემოდიოდა ვანილის პურ-ფუნთუშეულის სურნელი და ხან აზიიდან მოჰქონდათ სავაჭრო ქარავნებს დარიჩინი და მუსკატი, ხან მეზობელი, მოსაზღვრე ქვეყნების ტოლმასა და ქაბაბს იწონებდა ერი და ხანაც უკრაინული ბორშჩის გაკეთებას სწავლობდა ქართველი. ყალიის წარმომავლობას გაგაცნობთ. 
    • იხილეთ ასევე

ამ პროცესს ვერც ეროვნული კულინარია აუვლიდა გვერდს, ამიტომ ქართულ სამზარეულოში ხან ევროპიდან შემოდიოდა ვანილის პურ-ფუნთუშეულის სურნელი და ხან აზიიდან მოჰქონდათ სავაჭრო ქარავნებს დარიჩინი და მუსკატი, ხან მეზობელი, მოსაზღვრე ქვეყნების ტოლმასა და ქაბაბს იწონებდა ერი და ხანაც უკრაინული ბორშჩის გაკეთებას სწავლობდა ქართველი. ყალიის წარმომავლობას გაგაცნობთ. 

ყალიის წარმომავლობა

საქართველო მრავალეროვანი ქვეყანა იყო და მის გასტრონომიაზე კეთილმეზობლურმა თანაცხოვრებამაც იმოქმედა. ამიტომაც დღეს, როცა რომელიმე კერძს ვამზადებთ, ალბათ, ვერც კი წარმოვიდგენთ, რა გზა გამოიარა და რამდენად დატვირთული ისტორია აქვს მას. ამის კარგი მაგალითია ყალია, რომელიც ქართველებმა ებრაელებისგან ისწავლეს.

მრავალი საუკუნის განმავლობაში საქართველოში ებრაელთა მთელი დასახლებები არსებობდა. ასეთები იყო თბილისში, ქუთაისში, ცხინვალში, გორში, ონში, საჩხერეში, სენაკსა და ზუგდიდში. ებრაული სამზარეულო ერთ-ერთი ყველაზე ძველია მსოფლიოში. მის კერძებში დიდი ადგილი უჭირავს იხვითა და ბატით მომზადებულ  კერძებს. 

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

ტრადიციული ებრაული ყალია იხვის ხორცით კეთდებოდა – მხოლოდ ხახვით, წიწაკით, მარილითა და ბროწეულით. მაგრამ მერე ბატისა და საქონლის ხორცითაც დაიწყეს მისი მომზადება. საუკეთესო გამოდის ხბოს ხორცითაც. გასაკვირი აღარაა, როცა ბევრ რეცეპტში ყალიას უცხო სუნელი, ქინძი და ზაფრანა უწერია. აკეთებენ ბრინჯის დამატებით, უფრო მეტიც, კულინარიულ წიგნებში ნახავთ ყალიას იმერულად და ეს კულაშელი ებრაელების გავლენას მიეწერება. კულაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ებრაული დასახლება იყო იმერეთში, იქ ათასზე მეტი ებრაული ოჯახი ქართული სოფლების გარემოცვაში საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდა. 

READ  სამზარეულოს დანის არჩევის სრული გზამკვლავი 2026 წლისთვის

როგორ მოვამზადოთ ყალია

ღრმა ქვაბში ჩავასხათ ზეთი, ჩავაწყოთ კუწუბებად დაჭრილი ხორცი და შევბრაწოთ. მოვაყაროთ დაფქული ქინძი, ყვითელი ყვავილი, დაღერღილი წიწაკა და მარილი.

ალყა-ალყა (რკალებად) დავჭრათ ხახვი, დავსრისოთ ნიორი და დავუმატოთ ხორცს. ხახვი რომ ფერს შეიცვლის და ხორცი წვენს გამოუშვებს, ჩავუმატოთ გახეხილი პომიდორი და ბროწეულის წვენი (შეგვიძლია პომიდვრის ნაცვლად 10 გრამი ტომატპასტა გამოვიყენოთ). 

ყველაფერი ვშუშოთ კიდევ 30 წუთის განმავლობაში. კერძი უნდა იყოს მსუბუქად წვნიანი, ხორცი კი – გაჟღენთილი.

- Advertisement -
Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.

მომზადებულ ყალიას მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ბროწეულის მარცვლები და სუფრასთან ცხელი მივიტანოთ.  

ყალიის მოსამზადებლად დაგვჭირდება:

  • დეკეულის ხორცი – 1 კგ
  • ცხიმი – 20 გრამი
  • ხახვი – სამი-ოთხი თავი
  • ნიორი – ორი-სამი კბილი
  • პამიდორი – 100 გრამი
  • ბროწეულის წვენი – 1 ჭიქა
  • ბროწეულის მარცვლები 
  • დაფქული ქინძი – ერთი ჩაის კოვზი
  • ყვითელი ყვავილი – ერთი ჩაის კოვზი
  • დაღერღილი წიწაკა –  გემოვნებით
  • ცოცხალი ქინძი – ერთი კონა
  • მარილი – გემოვნებით

ზოგი დიასახლისი ყალიას სიმინდის ფქვილსაც უმატებს. 

ქართული სანელებლებით შეზავებული და გაქართულებული ეს ებრაული კერძი დღეს ამ ორი ერის კულინარიული კულტურის საკუთრებაა და არავინ დავობს, რომელი რეცეპტით მომზადებულია უფრო გემრიელი.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით

ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

იხილეთ ასევე

  • ინდაურის ან ქათმის საცივი
  • ღვეზელი ბებიების რეცეპტით
  • უძველესი ქართული ყველის – ტენილი ყველის მომზადების მესხური წესი
  • ღუმელში შემწვარი ორაგული
  • Პიცის რეცეპტი, მარტივი და გემრიელი
FacebookTwitter

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

უნივერსალური ცომი ღვეზელებისთვის. ყოველ კვირას ვამზადებ სხვადასხვა გულსართით და ცომი ყოველთვის იდეალურია!
ბეილისის ყველაზე მარტივი და გემრიელი რეცეპტი
ბლინები 10 წუთში – სწრაფი და გემრიელი რეცეპტი
საახალწლოდ ტრადიციული კერძები იმერეთიდან
მეგობარმა დამპატიჟა სტუმრად ჩემი საფირმო ღვეზელის რეცეპტის გასარკვევად. კიდევ ერთი შედევრი აღმოსავლური სამზარეულოდან.
TAGGED:რეცეპტიტრადიციული კერძებიქართული სამზარეულოშენი სუფრახორცი
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
ავტორინინო ბერიძე
ჟურნალისტი — ჯანსაღი კვება და კვების მეცნიერება. აშუქებს დიეტებს, პროდუქტების სარგებელს, კვების უსაფრთხოებასა და ექიმების რეკომენდაციებს.
წინა სტატია მოამზადეთ ბანანის კექსი მარტივად მოამზადეთ ბანანის კექსი მარტივად
შემდეგი სტატია shenisupra xachos torti ჰაეროვანი ხაჭოს პუდინგი
1 კომენტარი
  • გამოხმაურება: რომელი სასმელი შევარჩიოთ სადღესასწაულო სუფრისთვის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?