ინგრედიენტები:
- 500 გ გოგრა
- 2-3 საშუალო ზომის კარტოფილი
- 1 სტაფილო
- 1 თავი ხახვი
- ნახევარი ჩ.კ. გახეხილი ჯინჯერი
- 20 გ კარაქი
- 200 მლ ნაღები
- მარილი
- წიწაკების მიქსი
- 100გ გარჩეული გოგრის თესლი
მომზადების მეთოდი:
ნაბიჯი 1
ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ კარაქში (შეგიძლიათ ზეთშიც). დავუმატოთ დაჭრილი ან გახეხილი სტაფილო, ცოტა მოვთუშოთ და შემდეგ დავუმატოთ დაჭრილი კარტოფილი და გოგრა. ესეც ცოტა მოვთუშოთ, მაგრამ არ უნდა შევწვათ.
ნაბიჯი 2
შემდეგ დავუმატოთ წყალი, ისე რომ კარგად ფარავდეს ბოსტნეულს და მოვხარშოთ. როცა ბოსტნეული მოიხარშება, დავუმატოთ გახეხილი ჯინჯერი, მარილი და დავაბლენდეროთ.
ნაბიჯი 3
ბოლოს ვუმატებთ ნაღებს, მიგვყავს ადუღებამდე და გამოვრთავთ ქურას. გოგრის კრემ-სუპი მზადაა.
ნაბიჯი 4
მირთმევის წინ მოვაყაროთ ცოტაოდენი გოგრის თესლები და წიწაკის მიქსი (სურვილისამებრ).
გემრიელად მიირთვით!
#drpkhakadze #gochadze #shenisupra
მასალის გამოყენების პირობები